ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები

ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები (ლექცია 15)

ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმანის პროცესის ავტომატიზაცია

მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ნებისმიერი კომპანიის წინაშე დგება მისი პროდუქციის ლოკალიზაციის პრობლემა. მეწარმეებს ბიზნესი უბიძგებს სულ ახალ-ახალი ადგილობრივი ბაზრების ათვისებისკენ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და პროგრამული უზრუნ-ველყოფისათვის. მაღალკვალიფიციური დოკუმენტაცია ყველა ენაზე ხშირად განსაზღვრავს ბაზარზე კომერციულ წარმატებას. ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად იქცა ინტეგრაციული პროცესები ევროპაში, რომელიც გავლენას ახდენს მთარგმნელობით მომსახურებაზე. ყოველივე ამან დააჩქარა ტექნიკური დოკუმენტაციის ავტომატიზაციის პროცესი. კომპიუტერის, მისი ტექსტური რედაქტორის და მრავალრიცხოვანი ელექ¬ტრონული ლექსიკონების საშუალებით ძალზე ადვილად მიიღწევა ნებისმიერი სიტყვის მნიშვნელობის მოძებნა და გამოყენება. ამ საშუალებებმა თარგმანის პროცესის ეფექტურობა 20,30%-ით აამაღლა წერით თარგმანთან შედარებით. ავტომატიზაციის შემდეგ ნაბიჯად იქცა თრანსლატიონ Mემორყ – სისტემის გამოყენება და მანქანური თარგმანის ტექნოლოგიები. ახალი დოკუმენტის ჩატვირთვისას თM-სისტემაში ხდება მისი დაყოფა სეგმენტებად და სედარება საბაზო ტექსტებთან. ამ სეგმენტების ნაწილი ზოგჯერ უკვე თარგმნილია და სისტემა ახდენს მისი, როგორც ცნობილის წარმოჩენას, ვიზუალიზაციას, ზოგი ნაწილი კი რჩება გადასათარგმნი. ასეთ დროს მთარგმნელი აღარ იხარჯება იმაზე, რაც უკვე გაკეთებული აქვს ადრე, რომელიც ტრადიციული ხერხით მანამდე შეყვანილი ქონდა. ასეთი სისტემები თარგმანისას მეტად ეფექტური აღმოჩნდება-ხოლმე. მაგალითად, გამნეორებითი ტექნიკური დოკუმენტაციები.
დღეს უფრო მეტად ცნობილი სისტემებია თრადოს თჭB და თრანსიტ. ეს პროდუქტები იქცა სტანდარტად და ისინი გამოიყენება მსოფლიოს ყველა მთარგმენლობით ბიუროებში.

თარგმანის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  1. დოკუმენტის მომზადება თარგმანისთვის: მისი შესწავლა, ახალი ტერმინოლოგიის გამოსავლენად.
  2. თარგმანთა ძიება ახალი ტერმინოლოგიისათვის.
  3. ტერმინოლოგიის ფიქსირება.
  4. გამოვლენილი ტერმინოლოგიის გამოვლენით და დაზუსტებით თარგმანის შესრულება.

პოსტრედაქტირება
პირველ ეტაპზე(ტერმინოლოგიის დამუშავება) გამოიყენება ქვესისტემა ტერმინო-ლოგიის ავტომატური გამოვლენისა და მართვისა. ((PROMT TerM)). მეორე და მესამე ეტაპ¬ზე სამუშაოში ერთვება თრანსლატიონ Mემორყ -ის ქვესისტემა (უკვე გადათარგმნილი სეგმენტების მოსაძიებლად) და(PROMT) ქვესისტემა. ეს უკვე სრულიად ახალი სეგმენ-ტების სათარგმნელად და ტექსტის პოსტრედაქტირებისათვის.
ამ ორი ქვესისტემის ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს სპეციალური პროგრამა (PROMT 4 Trados ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტების კრებულია, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ტექნიკური ობიექტების (შენობების, დანადგარების, სამრექველო საქონლის) პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის დასაპროექტებლად, შესაქმნელად და გამოსაყენებლად. ხშირ შემთხვევაში ოთხი სახეობის შეცდომა ახლავს ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმანს. ესენია: ორთოგრაფიული, პუნქტუაციური, აზრობრივი და სტილისტური.
არსებობს ტექნიკური თანმხლები დოკუმენტაციის თარგმანის სამი სტადია:

  1. ტექნიკური აღწერილობის თარგმანი(სამომხმარებლო წესები )
  2. მასალის სრული ადაპტაცია და საბოლოო პროდუქტის მომზადება ბეჭდური ან ელექტონული ფორმით.
  3. ზეპირი თარგმანი (თანხლება უცხოელი ინჟინერ-ამწყობისა დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვების დროს და პერსონალის სწავლებისას).

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამეცნიერო -ტექნიკური ტექსტის დამახასიათებელი თავისებურებები შემდეგია:

  1. სპეციალური ტერმინებისა და ტერმინოლოგიური შეთანხმებების სიმრავლე
  2. გრამატიკული და ლექსიკური კონსტრუქციების არსებობა
  3. ორიგინალსა და თარგმანს შორის ანალოგიური სტილისტური ნიშან-თვისებების არათანხვედრა მათი გამოყენებისას
  4. განსაზღვრული სამეტყველო ნაწილების სხვადასხვა სიხშირით გამოყენება.

ტექნიკური თარგმანი საბოლოო ჯამში არ უნდა იყოს არც ზედმიწევნითი, არც თავისუ- ფალი გადახვევა ორიგინალიდან, თუმცა როგორც ერთის, ასევე მეორის ელემენტები აუცილებლად მოიპოვება თარგმანში. მთავარია არ დაიკარგოს ორიგინალის არსობრივი ინფორმაცია.
მართალია, დღეს არა არის საკმაო რაოდენობა ტექნიკური დოკუმენტაციის პროფესოინალი მთარგმნელებისა, რაც დაკავშირებულია ტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტების სიმცირესთან, დარგობრივი ტერმინოლოგიისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების არცოდნასთან, თუმცა უნდა აღინისნოს, რომ პროფესიული მოღვაწეობის ამ სფეროში თანდათან ჩნდება დიდი ინტერესი, რაც მომავალში აუცილებლად დადებით შედეგებს მოიტანს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s