ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები

ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები ( ლექცია 14)

ტექნიკური თარგმანის სახეობები

ტექნიკური თარგმანის შემდეგი სახეობები არსებობს: სრული წერილობითი თარგმანი, რეფერატული თარგმანი და ანოტაციური თარგმანი. სრული წერილობითი თარგმანი ტექნიკური თარგმანის ძირითადი ფორმაა. მთელი პრაქტიკული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია მუშავდება მთლიან წერილობით თარგმანის ფორმით. ამ სამუშაოს რამდენიმე ეტაპად განვიხილავთ:
• პირველი ეტაპია ორიგინალის გაცნობა, მთელი ტექსტის ყურადღებით წაკითხვა და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო წყაროების გამოყენება: ლექსოკონები, საცნობარო ლიტერატუტრა და სპეციალური ლიტერატურა.
• მეორე ეტაპია ორიგინალის ლოგიკური ნაწილების გამოყეფა, ტექსტის გაყოფა დასრულებულ ახრობრივ მონაკვეთებად – წინადადებები, აბზაცები და პერიოდები.
• მესამე ეტაპია ტექსტის შავი ვერსია, შემდგომი მუშაობის გაგრძელება ორიგინალის ლოგიკურად გამოყოფილ ნაწილებზე.
• მეოთხე ეტაპია ორიგინალის რამდენიმეჯერ გადაკითხვა და მისი შედარტება შესრულებულ თარგმანთან, შინაარსის სწორად გადმოცემის მიზნით.
• მეხუთე ეტაპია საბოლოო რედაქტირება შესწორებების შეტანით.
• მეექვსე ეტაპია სათაურის თარგმნა.
სანამ წერილობით სრულ თარგმანს შევუდგებოდეთ უნდა გვახსოვდეს რამდენიმე წესი:
• სანამ თარგმანს შევუდგებოდეთ, აუცილებელია გავიგოთ თუ რა არის გამოხატული ორიგინალში. ამისათვის საჭიროა რამოდენიმეჯერ ყურადღებით გადავიკითხოთ მთელი ტექსტი, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ავტორის ჩანაფიქრი მთელი ტექსტის საშუალებითაა აღქმადი.
• საჭიროა ვიცოდეთ, რომ თარგმანისთვის განსაზღვრული ტექსტის ნაწილები სამ ფაქტორს ითვალისწინებს: აზრობრივი დასრულება, შინაარსის სირთულე და მთარგმნელის მეხსიერების უნარი. ტექსტის ასეთ ნაწილად სეიძლება მოიაზრებოდეს წინადადება, წინადადებათა ჯგუფი, მთლიანი აბზაცი და ა.შ., მაგრამ ეს ნაწილი აუცილებლად აზრობრივად დასრულებული უნდა იყოს. რაც უფრო რთულია ტექსტი, მიტ უფრო ნაკლებია ასეთი ნაწილები, რაც უფრო კარგი მეხსიერება აქვს მთარგმნელს, მით უფრო მეტია ასეთი ნაწილები. მას შემდეგ, რაც ტექსტის გამოყოფილი ნაწილის შინაარსი გაგებულია და აღქმული, მთარგმნელმა ის უნდა გადაიტანოს თავის ენაზე.
• როდესაც ტექსტის სინაარსი გადმოცემულია სათარგმნ ენაზე, მთარგმნელი უბრუნდება ორიგინალს გადასამოწმებლად. ტექსტის თარგმანისას აუცილებელია მუდმივად მივსდიოთ სტილს, ანუ გადმოცემის ხარისხს, ერთგვაროვნებას და ლოგიკას. ტერმინოლოგიის ერთგვაროვმნება მთელი ტექსტის მანძილზე დაცული უნდა იყოს. მაგალითად, თუ ტექსტის საწყისში რაიმე ადრესატის კორპუსის ნაწილს ”ფუძე” ეწოდება, მაშინ შემდგომში არ შეიძლება მის ადგილას ვიხმაროთ ”საფუძველი”, ძირი” და ა.შ. საჭიროა ყურადღება მოცაქციოთ იმას, რომ ყოველ შემდგომ და წინამდებარე ნაწილებს შორის ლოგიკური კავშირი არ დაიკარგოს.
• გახსოვდეთ, რომ თარგმანის საბოლოო რედაქტირება ნიშნავს მის მთლიან სტილისტიკურ დამუშავებას. რედაქტირების დროს საჭიროა ვიხელმძღვანელოთ სახვადსხვა წესებით:

ა) თუ ერთი და იგივე აზრი შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე საშუალებით, მაშინ უპირატესობა ენიჭება ყველაზე მოკლეს.
ბ) თუ უცხოენოვანი სიტყვა ყოველგვარი დანაკარგის გარეშე შეიძლება შევცვალოთ სათარგმნი ენის სიტყვით, მაშინ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
გ) ყველა ტერმინი და დასახელება უცვლელად უნდა დარჩეს, და იგი ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს.

სათაურის თარგმანი უნდა ასახავდეს ტექსტის, სტატიის, პატენტის და ა.შ. შინაარსის არსს. ამიტომ სათაური ყოველთვის ბოლოს ითარგმნება ტექსტის ყველა თავისებურების გათვალისწინებით. სრული წერილობითი თარგმანის შესრულებისას წაიკითხეთ მთელი ტექსტი, აბზაცი ან ტექსტის დასრულებული ნაწილი და შეეცადეთ გაიგოთ მისი საერთო შინაარსი. შემდეგ ტექსტი გადაიკითხეთ მეორედ ცალ-ცალკე წინადადებებად და შეეცადეთ გაიგოთ თითოეული წინადადების აზრი და სინტაქსური წყობა. თუ სინტაქსური წყობა გაუგებარია და აზრს ვერ იგებთ, უნდა გაკეთდეს გრამატიკული ანალიზი: განისაზღვროს წინადადების სახეობა, მოიძებნოს ქვემდებარე, შემასმენელი, მეორეხარისხოვანი წევრები, მთავარი და დამოკიდებული წინადადებები და ბოლოს მიმართეთ ლექსიკონს, თუ ამოწურეთ ყველა საშუალება უცხო სიტყვების მნიშვნელობების მისაგნებათ. ყოველი შემდგომი წინადადების თარგმნისას აუცილებელია კარგად დავიმახსოვროთ წინა წინადადება, რათა არ დაიკარგოს ლოგიკური კავშირი ცალკეულ წინადადებებს შორის.
მოერიდეთ სიტყვასიტყვით თარგმანს. შეეცადეთ გადმოსცეთ აზრი საკუთარი ენის საშუალებების დახმერებით ისე, რომ არ დაარღვიოთ დედნის სინტაქსური წყობა.

რეფერატული თარგმანი არის სრული წერილობითი თარგმანი წინასწარ არჩეული ტექსტის ნაწილებისა, რომლებიც ერთად ორიგინალის რეფერატს ქმნიან.(რეფერატის საშუალებით გადმოიცემა ორიგინალში აღწერილი საკითხის არსი). რეფერატული თარგმანი მოცულობით 5-10ჯერ ნაკლებია დედანზე, ვინაიდან ამ დროს გამოიტოვება ყველა ზედმეტი ინფორმაცია. ამ თარგმანის შესრულებისას წინასწარ გაეცანოთ ორიგინალს, კარგად წაიკითხეთ მთელი ტექსტი, გადახედეთ ლიტერატურას ტექსტში ასახული პრობლემის შესახებ/ირგვლივ. მონიშნეთ ტექსტი კვადრატული ფრჩხილებით ტექსტის ის ნაწილები, რომლებიც თარგმანისას უნდა გამოვტოვოთ. თავი აარიდეთ ყველანაირ არალოგიკურ კავშირებს და დისპრორციას. გააკეთეთ დარჩენილი ტექსტის თარგმანი. იგი უნდა იყოს შედგენილი იმავე გეგმით, როგორითაცაა შედგენილი ორიგინალი.

ანოტაციური თარგმანი არის ტექნიკური თარგმანიოს სახეობა, რომელიც სხვა ენაზე დედნის ანოტაციის შედგენას გულისხმობს. ანოტაცია არის ორიგინალის მოკლე დახასიათება, რომელიც გადმოგვცემს ძირითადი საკითხების ჩამონათვალს და ზოგჯერ იძლევა კრიტიკულ შეფასებესაც კი. ანოტაციური თარგმანი მოიცავს არაუმეტეს 500 ნაბეჭდ ასო-ნიშანს.

ყურაღდება მიაქციეთ ანოტაციური თარგმანის სქემას:
• საკითხის პრობლემის დასმა;
• პრობლემის გადაჭრის მეთოდები;
• სტატიის საკვანძო პუნქტების გამოყოფა;
• რეკომენდაციები.
ძირითადი კლიშეები, რომლებიც გამოიყენება ანოტაციურ თარგმანში, შემდეგია:
• სტატია ეძღვნება საკითხს…
• სტატიაში კაპარაკია…
• სტატიაში შემოთავაზებულია მეთოდები….
• აღწერილია მეთოდების უპირატესობა…..
• განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა….
• ავტორი ხაზს უსვამს …. მნიშვნელიობას…
• სტატია საინტერესოა…..წარმოადგენს ინტერესის საგანს….

სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის წყაროები
სამეცნიერო- ტექნიკური ინფორმაციის წყაროებია:
• სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურა: მონოგრაფიები, კრებულები და სტატიები ტექნიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა პრობლემების სესახებ.
• ტექნიკური მეცნიერებების სასწავლო ლიტერატურა: სახელმძღვანელოები და ცნობარები.
• ტექნიკური და პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია – (პასპორტი, ტექნიკური აღწერილობა, ინსტრუქციები შეკეთებისა და ექსპლუატაციის შესახებ, ძირითადი ტექნიკური მონაცემები, ზედდებულები, შესაფუთუ ტალონები, შეფცუთვა და ა.შ.)
• ტექნიკური რეკლამა: სარეკლამო განცხადებები, საფირმო კატალოგები და პროსპექტები.
• საპროექტო დოკუმენტაცია: პროექტები, ხარჯები, ნახაზები.
• პატენტები.

ტექნიკური დოკუმენტაციის და რეკლამის თარგმანი გარკვეულ სირთულეებთანსს დაკავშირებული. როგორც წესი, ყველა ეს დოკუმენტი დიდი ლაკონურობითა და ვრცელი განმარტებების არქონით ხასიათდებიან. ამის გამო მთჱარგმნელს ხშირად უხდება ისეთი სპეციალური ტერმინოლოგიის თარგმნა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ვრცელ კონტექსტს. მაგალითად, სპეციფიკაციები, სათადარიგო ნაწილების, დეტალების სიები, სქემები, ნახაზები და ა.შ. ასეთი თარგმანის დროს აუცილებელია დავიცვათ ტერმინოლოგიის უნიფიკაციის პრინციპი. რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ აღწერილობითი თარგმანი და შევეცადოთ მოვიხმაროთ მხოლოდ სტანდარტული, საზოგადოდ მიღებული ტერმინოლოგია და ოფიციალური აღმნიშვნელები. ყველა სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურას გააჩნია საკუთარი ენობრივი თავისებურებები, თუმცა იგი ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო წრეზე, ანუ გათვალისწინებულია ამა თუ იმ დარგის სპეციალისტისთვის.

საქმიანი მიმოწერის თარგმანი

საქმიან წერილებთან მიმართებაში ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსგავსი ტექსტები იმდენად სტანდარტული და ჩარჩოებში მოქცეულია, რომ თითქოს სირთულეები აქ გამორიცხულია. სულ სხვას გვეუბნება პრაქტიკა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით წერილებს, რომლებიც არასრულფასოვანია და ყველანაირი ნორმის დარრვევითაა შექმნილი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანი ეტიკეტის ცოდნა მთარგმნელისათვის, რადგან მასთან ხშირად ხარვეზიანი ტექსტები მიდის. ასე, რომ ტექსტის სტილისტურად გამართვა, ფრაზეოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური საშუალებებით გამდიდრება ისევ მთარგმნელს ევალება. საქმიანი წერილის აგებისას აუცილებელი და მნიშვნელოვანი პრინციპებიდან უმთავრესია ის, რომ საქმიანი წერილები ეკონომიურობის პრინციპით გამოირჩევიან. ლაკონური სახით ჩამოყალიბებული წერილი ადვილი აღსაქმელია და დიდ კონცენტრაციას არ მოითხოვს, ამდენად, ადერსატსაც ნაკლებ დროს ართმევს. მისალმების ფორმების ცოდნა წერილის ეტიკეტის აუცილებელი წინაპირობაა. იგი განსაკუთრებით მთარგმნელისათვისაა საყურადღებო, რადგან მისალმების ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადსხვაგვარია. ზოგიერთ ქვეყენაში მისალმება წერილიდან სართოდ ამოღებულია. ევროპაში მისალმების ყველაზე უფრო გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს „ღრმად პატივცემულო ბატონებო/ქალბატონებო“. ეს იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული ადრესატი უცნობის, ხოლო თუ მისი ვინაობა ცნობილია, მაშინ უმჯობესია ადრესატს ამგვარად მივმართოთ: „ღრმად პატივცემულო ბატონო სმიტ“, ან „ღრმად პატივცემულო ქალბატონო სმიტ“. რაც შეეხება დამშვიდობებას, მოძველებულად იტვლება „ღრმა პატივისცემით“ და უპირატესობა ყველა სახის წერილში, იქნება ეს ოფიციალური თუ პირადი, ენიჭება ფორმას „კეთილი სურვილებით“.

ტიტულატურა უშუალოდ ადრესატის სოციალურ-კულტურულ გარემოზეა დამოკი-დებული. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ტიტულატურა, რომელიც მხოლოდ მისამართში იწერება და ტიტულატურა, რომელიც შეიძლება მისასალმებელ ფორმაში ჩავრთოთ. მაგალითად, ტიტულის აღმნიშვნელი დოქტორი მაიერ ადრესატის გრაფაში, თანაც მოკლე ფორმით (დოქტ; პროფ; ასასტ.პროფ. და ა.შ.), რომელიც მისალმების გრაფაში შემდეგნაირად გამოიყურება: „ღრმად პატივცემულო დოქტორო მაიერ“ და ა.შ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც საქმიანი წერილის თარგმნისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ესაა მოწიწებისა და თავაზიანობის გამომხატველი ნიშნები. უცხოელს გრამატიკული შეცდომა, როგორც წესი, მიეტევება, ხოლო მცდარი ტონი საბოლოო კრახისკენ უბიძგებს პარტნიორებს. სათქმელის, თხოვნის, მოწოდების გამოხატვას გაცილებით უფრო ტაქტიანად და რბილ ფორმებში მოვახერხებთ, თუ ზოგადად მიღებული ნორმებით ვიხელმძღვანელებთ. კერძოდ, თხრობითი კილოს ნაცვლად გამოვიყენებთ კავშირებით კილოს, წინადადებაში ჩავრთავთ თავაზიანობის გამომხატველ ზმნიზედას „გეთაყვა“, საკუთარი თხოვნა/შეთავაზების ხაზგასასმელათ და სიტუაციაში სიცხადის შესატანადთხოვნის ან კითხვის გამომხატველ ნიუანსებს გამოვიყენებთ: “გთხოვთ,“ „თუ შესაძლებელია“, „გეთაყვა“, „სასურველი იქნებოდა“, „თუ არ შეგაწუხებდით“, „თუ თქვენთვის რთული არ იქნება“ და ა.შ.

საქმიანი წერილის, ისევე, როგორც ნებისმიერი ტექსტის თარგმნისას ამოსავალ წერტილად ყოველთვის კულტურული გარემო მიიჩნევა, რადგან სხვადასხვა კულტურაში ზრდილობის ეტიკეტის და მათი ენობრივ-სტილისტური შეფერილობის მრავალი სახესხვაობა გვხვდება, რომელთა ცოდნა მთარგმნელისათვის აუცილებელია, რათა მისი თარგმანი გახდეს წარმატებული საქმიანი ურთიერთობის საწინდარი.

სარეკლამო ტექსტების თარგმნა

გლობალიზაციისა და საერთაშორისო ურთერთობების გაღრმავების ფონზე სარეკლამო ტექსტების მნიშვნელობა ერთი ორად გაიზარდა. ბროშურები, ბუკლეტები და სხვა სახის მასალა, რომელიც ძირითადად რამდენიმე ენაზე უნდა შესრულდეს, შეუფასებელი მნიშვნელობისაა. ამ სახის ტექსტებში სარეკლამო ინფორმაციის წარმატებით მიწოდე¬ბისათვის იყენებენ ისეთ მხატვრულ საშუალებებს, როგორებიცაა რიტორიკა, მეტაფორა, კალამბური და ა.შ. ამიტომ ისინი ჰომოგენურები, ანუ სხვა ტექსტების მსგავსნი ვერ იქნებიან. სარეკლამო ტექსტებზე მუშაობისას შეიძლება წავაწყდეთ ტექსტის ატიპურ სახეობებს – მოხსენებას, მოთხრობას ან სულაც ტექსტის სახეობათა ნაზავს.
სარეკლამო ტექსტის თარგმნა მარკეტინგის პერსპექტივიდანაც უნდა იქნას დანახული. ეს უკანასკნელი ერთნაირად უნდა შეესაბამებოდეს საგაზეთო, სატელევიზიო, ინტერნეტისა და რადიოს ენას. სარეკლამო ტექსტებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ადვილი დასადგენია პირველადი მოხმარების საგანთა რეკლამის მაგალითზე. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პროდუქციას, რომელიც საზღვარგარეთ ახალ პუბლიკას წარედგინება და შესაბამისად, სარეკლამო ტექსტი ნაწარმოებია არა ადრესატი პუბლიკის მიერ, არამედ თვით პროდუქციის სამშობლოში. ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამის თარგმანმა ისეთივე წარმატებით უნდა მიიზიდოს მყიდველი, როგორც რეკლამა-ორიგინალმა. იქედან გამომდინარე, რომ მომხმარებლთა უმრავლესობა რეკლამისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი, სარეკლამო ტექსტმა წარმატების მირწევის მიზნით მთარგმნელმა სარეკლამო ტექსტში წინასწარ უნდა გათვალოს.

კომუნიკაციური აქრის ყველა დეტალი:
• ინფორმაციის ადრესატი, მისი ასაკი, სქესი, სოციალური გარემო, განათლება.
• კოდი: გამოსახულება, ენა , მუსიკა.
• არხი: მედიის საშუალებები.

სარეკლამო ტექსტის თარგმნისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი მხრივ ამოსავალი სიტუაცია, და მეორე მხრივ ადრესატი ბაზრის სარეკლამო ფონი. ამ მიზნიტ პირველ რიგში საჭიროა ტექსტის ფუნქციის განსაზღვრა ადრესატ-კულტურასთან მიმართებაში. რეკლამა თავისთავდ სიტყვათამაშს მოგვაგონებს, აქ ერთმანეთს ენაცვლება დენოტაცია (დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ) და კონოტაცია (დამოკიდებულება კულტურულ და ინდივიდუალურ ასოციაციებთან). ამ შემტხვევაში მთარგმნელის ამოცანას შეადგენს საკუთარი კულტურის საფუძველზე გაარკვიოს, შეიძლება თუ არა ორიგინალის ტექსტში ჩადებული კონოტაციები გადატანილ იქნას ადრესატის კულტურაში. თუ ეს არ ხერხდება, მთარგმნელმა ადრესატთა ახალი ჯგუფისათვის შესაბამისი ენობრივი საშუალებები უნდა მოიძიოს, რომელიც სარეკლამო სფეროსთან უშუალო კავშირში იქნება. როგორც აღინიშნა, სარეკლამო ტექსტის ენა სრულიად განსხვავებულია, ის უპირატესობას მოკლე ფრაზებს და ბლოკურ ენას ანიჭებს. მთარგმნელის უბრალო ჩვევები ხშირ შემთხვევაში შეიძლება უძლური აღმოჩნდეს ამგვარი ტექსტის შესაქმნელად. ამისათვის შემოქმედებითი უნარია აუცილებელი. გამოუცდელი და არაკრეატიული მთარგმნელების „პროდუქციის“ შედეგი ხშირად სავალალოა. სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით წარუმატებელ სარეკლამო ტექსტ-თარგმანს, რომელთა გავრცელებამ ადრესატ – კულტურაში პროდუქტის სრული კრახი გამოიწვია. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია პროდუქტის სახელწოდება, ამიტომ მისი შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. უშუალოდ სარეკლამო ტექსტის თარგმანის საკითხის გადაწყვეტამდე მიზანშეწონილია დადგინდეს ორიგინალი ენის „რეპუტაცია“ ადრესატის კულტურაში. მაგალითად არსებობს ფრანგული კოსმეტიკის რამდენიმე ფირმა, რომელთა პროდუქციის რეკლამა ბრიტანულ ბაზარზე თარგმანის გარეშე ტრიალებს.
სრეკლამო ტექსტის თარგმნისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადრესატის კულტურისა და მისი წეს-ჩვეულებების ცოდნა. ერთი ქვეყნის თემატიკამ და მოტივაციამ შესაძლოა სხვა ქვეყანაში არანაირი ყურადღება არ მიიქციოს, ან სულაც ერთი და იგივე პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდეს.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც სარეკლამო ტექსტის თარგმანისას იჩენს თავს მისი კონტექსტუალობაა, რაც ისევ კულტურათა თავისებურებებითაა განპირობებული. მაგალითად იაპონია, ჩინეთი და არაბეთი მაღალი კონტექსტუალობის მქონე ქვეყნებად მიიჩნევა, რაც ამ ქვეყნებში ტრადიციისადმი დამოკიდებულებით აიხსნება, რამაც თარგმანისას სერიოზული უხერხულობები შეიძლება წარმოშვას.

სარეკლამო ტექსტის თარგმნის დაწყებამდე უნდა გაირკვეს შემდეგი საკითხები:
• ასრულებს თუ არა პროდუქტი იმავე ფუნქციას ახალ ბაზარზე?
• გამოიწვევს თუ არა რეკლამა ორიგინალისა და ნათარგმნი ტექსტის ადრესატში ერთსა და იმავე ასოციაციას?
თუ პასუხი ამ კითხვებზე დადებითია, მაშინ თარგმანი შემდეგი სტარტეგიების მიხედვით უნდა განხორციელდეს:
• თუ საქმე ეხება იმ სახის პროდუქციის თარგმანს, რომლის შესაძენად მომხმარებლის გადარწმუნებაა საჭირო, მაშინ ტექსტი არ ითარგმნება, რადგან ამ შემთხვევაში ეფექტი გამოსახულების საშუალებით მიიღწევა.
• საექსპორტო რეკლამა: ამ შემთხვევაში გათვლა ხდება მშობლიურ ქვეყანასა და მის კულტურაზე. არ ითარგმნება ლოგო, სლოგანი და შესაძლოა სათაურიც კი. რეკლამა შეიძლება სრულტოფილად აქციოს მცირე ზომის ტექსტმა.
• პირდაპირი თარგმანი: ეს სტრატეგია იშვიათად გამოიყენება, რადგან იგი ნაკლებად ითვალისწინებს ადრესატის ქვეყნის თავისებურებებს. მას ერთადერთი უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს, იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ინფორმაციაა გადასატანი, მაგალითად, ტექნიკური პროდუქტის რეკლამა.
• ადაპტაცია: უცვლელი რჩება სარეკლამო გამოსახულება, მაგრამ იცვლება ტექსტი. ამ სახით ხორციელდება შესაბამისობა ადრესატის კულტურასთან. ეს სტრატეგია ძირითადად ტურიზმის სფეროშია გავრცელებული.
• გადამოწმება: უცვლელი რჩება სარეკლამო გამოსახულება, მაგრამ მთლიანად იცვლება ტექსტი. ეს სტრატეგია საკმაოდ სარისკოა, რადგან აქ ერთმანეთს უნდა დაემთხვეს გამოსახულება და ტექსტის

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s