ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები

ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები (ლექცია 13)

ტრანსფორმაცია

ტერმინი ტრანსფორმაცია თარგმანმცოდნეობაში იხმარება მეტაფორული აზრით. საქმე ეხება მიმართებებს დედნით შემოთავაზებულ და თარგმანით საბოლოოდ მიღებულ ენობრივ გამონათქვამთა ურთიერთობებს, თარგმანის პროცესში ერთი გამონათქვამის ფორმის ცვლილებას მეორე გამონათქვამით. ამ ცვლილებას უწოდებენ გარდაქმნას, ანუ ტრანსფორმაციას.
ენობრივი მრავალფეროვანი რეპერტუარის გარდაქმნებში გამოიყოფა შემდეგი კატეგირიები:
• მორფოლოგიური საშუალებების სხვა საშუალებებით შეცვლა.
• მორფოლოგიური საშუალებების სინტაქსური საშუალებებით შეცვლა.
• ერთი სინტაქსური საშუალების მეორეთი სეცვლა
• მორფოლოგიური და სინტაქსური საშუალებების სხვა ფრაზეოლოგიური საშუალებებით შეცვლა.

ერთ-ერთი ენის ლექსიკურ სისტემაში რომელიმე ელემენტის არქონა თარგმნისთვის წინაღობას არ წარმოსდგენს, ვინაიდან თარგმანი ხორციელდება არა მარტო ცალკეული ენობრივი ერთეულების დონეზე, არამედ გამონათქვამებისა და ტექსტის აზრის დონეზე. გამონატქვამების მასშტაბებში ხშირად გვეძლევა საშუალება უცხო აზრის სხვა ლექსიკური ერთეულით გადმოცემისა , რომელიც დაკავშირებულია სისტემურ მიმართებებთან.

ასევე საინტერესოა ზოგიერთი ტიპური მთარგმნელობიტი თრანსფორმაციები. ეს ტრანსფორმაციები ხასიათდებიან გამონათქვამის ამა თუ იმ სემანტიკური სტრუქტურის მოდიფიკაციებით და იყოფიან ორ ტიპად: ლექსიკურ და ლექსიკურ-სემანტიკურ ტიპებად. პირველი გამოირჩევა იმით, რომ მათში მოდიფიკაციას განიცდის მხოლოდ ცალკეული ლექსიკური ერთეულები, მაშიონ როცა, მეორე ერთდროულად მოითხოვს გამონათქვამების ლექსიკურ-სემანტიკური და სინტაქსური სტრუქტურების მოდიფიკაციას. ტრანსფორმაციის საფუძველში, რომელიც ეყრდნობა ჰიპონიმიურ და ჰიპერონიმიურ ურთიერთობებს, ძევს ცნობილი სემანტიკური კანონზომიერება, რომლის მიხედვით ერთი და იგივე ობიექტის აღსანიშნად შეიძლება გამოვიყენოთ უფრო ვიწრო, კონკრეტული მნიშვნელობის ერთეულები (ჰიპონიმი) და უფრო ფართე აბსტრაქტული მნიშვნელობის ერთეულები(ჰიპერონიმები).
თარგმანმცოდნეობაში ამ ტიპის ტრანსფორმაციისათვის გამოიყენება ასევე ტერნიმები: ”კონკრეტიზაცია” და ”მსჯელობა”.

ინტერჰიპონიმიური ტრანსფორმაციები ხშირად განპირობებულია მოცემულ კულტურაში ამა თუ იმ სიტყვის ასოციაციური კავშირებით. ისინი ხშირად იჩენენ თავს ეთბნიკურ სტერეოტიპებში, რომლებიც შემდეგ განხორციელდენიან ფრაზეოლოგიზმებში. მაგალითად, ინგლისური ფრაზეოლოგიზმი ტო ტაკე Fრენცჰ ლეავე – დაუმშვიდობებლად წასვლა, გაპარვა დაკავშირებულია ინგლისელისთვის ფრანგთან, ხოლო ქართველისათვის და რუსისათვის – ინგლისელთან. ან: Dუტცჰ ტრეატ – გერმანული ანგარიშით გადახდა, ანუ სუფრის თითოეული წევრის მიერ თანხის დადება გადასახდელად დაკავშირებულია წარმოდგენილ მაგალითში დანიასთან, ხოლო ქართულსა და რუსულში – ინგლისელთან.
ტრანსფორმაციის სემდეგი ჯგუფი მეტონიმიურ კატეგორიას მიეკუთვნება. როგორც ცნობილია მეტონიმია ეწოდება ტორპს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ერთი საგნის დასახელების ნაცვლად გვეძლევა მეორე დასახელება, რომელიც პირველთან ასოციაციურ დამოკიდებულებაშია. სწორედ ეს ასოციაცია, (ანუ პროცესის და შედეგის მიმართება, მასალის და ნაკეთობისა, სივრცული კავშირებით გაერთიანებული საგნებისა – ერთი მეორეში, ერთი მეორეზე და ა.შ.) შეიმჩნევა მეტონიმიური ტრანსფორმაციების დროს მოწოდებულ(დედანი) და საბოლოო(თარგმანი) ერთეულებს შორის.

ამ ტიპის ტრანსფორმაციებს მიეკუთვნებიან მეტად გავრცელებული შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთ ენაში დაწესებულება, ორგანიზაცია ან ოფიციალური პოირი იწოდება ქუჩის ან შენობის დასახელების მიხედვით, მეორე შემთხვევაში კი მოითხოვს პირდაპირ ნომინაციას. მაგალითად, ნიუ-ორკში ქუჩის – Mადისონ Aვენუე, სადაც განლაგებულია უმსხვილესი ამერიკული სააგენტოები, აქედან გამომდინარე თვითონ ეს დასახელება სარეკლამო ბიზნესს აღნიშნავს. ასევე ინგლისის უმსხვილესი გაზეთების რედაქციების ქუჩა – Fლეეტ შტრეეტ – აღნიშნავს ინგლისურ პრესას, ხოლო ის ქუჩა, რომელზეც გაერთიანები სამეფოს პრემიერმინისტრის და კანცლერის რეზიდენციებია განლაგებული, ასოცირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან.

განსაკუთრებულ ადგილს სემანტიკურ სახეცვლიბებში იკავებს მეტაფორული ტრანსფორმაციები, რომლის საფუძველში ძევს მსგავსება-მიმარტება, ანალოგიები. ძალზე ხშირად გამოიყენება მაგალიტად მეტაფორიზაცია, რომელიც არამეტაფორულ გამონათქვამებს მეტაფორულით ცვლის.
მეტაფორიზაციის მსგავსად რემეტაფორიზაციის პროცესი ებმის ფრაზეოლოგიზაციას, მაგრამ თუ მეტაფორიზაციის დროს სიტყვის ცვლილების მოძიება თავისუფალია, ანუ იგი ფრაზეოლოგიური ერთეულითვე იცვლება, რემეტაფორიზაციის დროს კი – ერთი ფრაზეილოგიური ერთეული იცვლება მეორეთი. არსებობს კომპლექსური ტრანსფორმაციებიც, რომლებიც ითვალისწინებენ ერთდროულად ლექსიკურ-სემანტიკურ და სინტაქსურ სტრუქტურათა მოდიფიკაციებს. ამ სახის კომპლექსურ ტრანსფორმაციებს მიკუთვნება ანტონიმური თარგმანი. ცნებეს სორის ხდება დაქვემდებარება , როდესაც ერთი ცნების მოცულობა შეადგენს მეორე ცნების მხოლოდ ნაწილს. ეს ფორმალურ-ლოგიკური კატეგორია არის ლექსიკური ტრანსფორმაციის სამი ურთიერთდაკავშირებული ხერხის საფუძველი: დიფერენციაცია, კონკრეტიზაცია და გენერალიზაცია. ასეტ დროს ხდება ცნების გაფართოება მნისვნელობის საშუალებით.

ცნების დიფერენციაცია, – როგორც ვიცით ფართო სემანტიკის მქონე სიტყვებს ხშირად სათარგმნ ენაში სრული შესატყვისი არ გააჩნიათ. ორენოვანი ლექსიკონები ძირითადად გცაძლევენ შესატყვის ვარიანტთა ნაწილობრივ რიგს. თითოეული მათგანი შეიძლება უცხო სიტყვის ერთ მნიშვნელობას აკმა¬ყო-ფილებს. თუმცა ყველა ლექსიკონური შესატყვისები უცხოენოვანი სიტყვების ფარტო სემანტიკას მთლიანად ვერ გადმოსცემენ. სხვადასხვა ენის სიტყვათა დიფერენციაცია და გრამატიკული ფორმები შესაძლოა ერთსა და იმავეს აღნიშნავდნენ და ამავე დროს განსხვავდებოდნენ კიდეც ერთმანეთისაგან თავიანთი მნიშვნელობებით.მნიშვნელობათა კონკრეტიზაცია – დიფერენციაციისაგან განსხვავებით, რომელიც კონკრეტიზაციის მნიშვნელობის გარეშეც შესაძლებელია, კონკრეტიზაციას ყოველთვის თან ახლავს დიფერენციაია და მის გარეშე იგი წარმოუდგენელია. მნიშვნელობათა გენერალიზაცია – გენერალიზაციის მნიშვნელობა დიფერენციაციისა და კონკრეტიზაციის საწინააღმდეგო მოვლენაა, რადგან ის მდგომარეობს იმაში, რომ კერძო შეიცვალოს საერთო ცნებით და კონკრეტული ცნება – საზოგადოთი. მაგალითად: ჭრისტ წატცჰ – მაჯის საათი და არა მისი ანატომიური მნიშვნელობის მიხედვით – მტევნის საათი.( ჭრისტ – მტევანი).

ადაპტაცია

ადაპტაცია ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როცა სიტუაცია, რაზეც ლაპარაკია დედანში არ არსებობს სათარგმნ ენაში და ამიტომ იგი უნდა გადმოიცეს სხვა სიტუაციის საშუალებით, რომელიც დედანს მიესადაგება როგორც ეკვივალენტური.
ადაპტაციის პროცესი პირობითად შეიძლება რამოდენიმე ეტაპად დავყოთ:
• მოსამზადებელი: დგება საინფორმაციო წყაროების სია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მთარგმნელს მუშაობის პროცესში; წარმოებს განსაკუთრებულად რთული ადგილების ანალიზი; დგება პროექტის ყველა სტადიის განხორ-ციელების გეგმა.
• თარგმანი: ერთიანი სამუშაო, რომელიც მიმდინარეობს სპეციალიზირებული მთარგმნელის, რედაქტორისა და ტექნიკური სპეციალისტის მეშვეობით.
• დამამთავრებელი: დოკუმენტის ლოგიკური სტრუქტურის მკაფიო ჩვენება. საგარეო წყაროებში არასაკმარისი ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტში მისი ინტეგრაცია, დამატებითი ლექსიკონებისა და საცნობარო სისტემების შემუშავება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s