ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები

ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები (ლექცია 12)

ტექნიკური თანმხლები დოკუმენტაციის თარგმანის მეთოდები და ხერხები

თარგმანის მეთოდებია: მანქანური და წერილობითი. იმასთან დაკავშირებიტ, რომ დღეს ძალზე ბევრი ავტომატიზირებული ”პროგრამა მთარგმნელებია” და არსებობს საიტები, რომლებიც ონლაინში ტექსტის თარგმნას გვთავაზობენ, ზოგი მომხმარებელი იყენებს მანქანური ტექნიკური თარგმანის ხერხს. თუმცა, რა მრავლისმომცველიც არ უნდა იყოს ლექსიკონი, მაში სწორი თარგმანის ყველა შემთხვევის გათვალისწინება წარმოუდგენელია. ეს განსაკუთრებით ტექნიკურ ტერმინებს ეხება. აქ შესაძლებელია მოხდეს დეტალების უზუსტობა და კონტექსტიდან ამოვარდნა, რაც დიდ ზიანს მიაყენებს ტექნიკურ თარმგანს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში არსებობს თარგმანის კომპრომისული მეთოდი: თავდაპირველად ტექსტი ითარგმნება მანქანური წესით, შემდეგ კი – ხარვეზები სწორდება ხელით, ანუ სწორდება ტექსტი სტილისტური კუთხით და ტექსტის აზრობრივი ბმულობა. თარგმანის იდენტურობის დადგენა დედანთან მხოლოდ პროფესიონალი მთარგმნელის საშუალებით მიიღწევა. ამიტომ მთარგმნელი ბიუროები ტექნიკურ თარგმანს ასრულებენ წერილობით, ავტომატური ხერხის გარეშე, რათა თავიდან აიცილონ უამრავი შეცდომა და მაქსიმალურად გადმოსცენ ორიგინალის არსი.

თარგმანის მეთოდები იყოფა ავტომატიზირებულ და ხელით ნაწერებად. ვინაიდან დღეს არსებული საიტები იძლევიან საშუალკებას მრავალი პროგრამა-”თარჯიმნის” მოხმარებისა, ზოგიერთი მომხმარებელი იყენებს ავტომატიზირებულ საშუალებას ტექსტების ტექნიკური თარგმანისას. თუმცა არ არსებობს ჯერ კიდევ ისეტი პროგარამა, რომელსაც შეეძლოს კვალიფიციური სპეციალისტიოს დონეზე შეასრულოს თარგმანი. გავიხსენოტ, რომ თრგმანის დროს მთარგმნელი აახლოვებს ორ ლინგვისტურ სისტემას ერთმანეთთან, რომელთაგან ერთი ექსპლიციტური და მყარია, მეორე კი – პოტენციური და ადაპტირებადი. მთარგმნელი იკვლევს ორიგინალის ტექსტს, აფასებს თარგმანის ერთეულთა დესკრიპტულ, აფექტურ და ინტელექტუალურ შინაარსს, აღადგენს სიტუაციას, რომელიც აღწერილია შეტყობინებაში. აფასებს ნაშრომის სტილისტურ ეფექტს და ა.შ. დედნის კითხვა თითქმის ავტომატურად იწვევს აზრს თარგმანის ენაზე. მთარგმნელმა უნდა გააკონტროლოს კიდევ ერთხელ ამოსავალი ტექსტი, ანუ დედანი, რათა დარწმუნდეს, რომ არც ერთი ელემენტი დედნისა არ დავიწყებია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს თარგმანის ორი გზა, რომელსაც იყენებს მთარგმნელი, პირდაპირი ანუ ბუკვალური, და ირიბი ანუ არაპირდაპირი თარგმანი. მართლაც შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, როდესაც შეტყობინება დედანში მშვენივრად ითარგმნება სათარგმნ ენაზე, ვინაიდან ის ეყრდნობა ან პარალელურ კატეგორიებს (სტრუქტურული პარალელიზმი), ან პარალელურ ცნებებს(მეტალინგვისტური პარალელიზმი).

პირდაპირი თარგმანის ხერხები ნასესხობა

როდესაც თარგმანის პროცესში ხდება ტერმინის სემანტიუკის, სტრუქ\ტურისა და ფორმის სესხება, ამ შემთვევაში საქმე გვაქვს ნასესხობებთა, რომელიც უფლებას გვაძლევს შევავსოთ დანაკლისი ჩვეულებისამებრ მეტალინგვისტური ხასიათისა. მაგა-ლითად (ახალი ტექნიკა, უცნობი ცნებები). ნასესხობას მთრგმნელი ძირითადა იყენებს სტილისტიკური ეფექტის შესაქმნელად. იმისთვის, რომ მოვახდინოტ ადგილობრივი კოლორიტის ეფექტი, შეიძლება ვიხმაროთ უცხოური ტერმინები. მაგალითად, ფართი(თავყრილობის აღსანიშნად) – ამერიკაში, ტეკილა მოგვაგონებს მექსიკას. სამეცნიერო-ტექნიკური ტექსტების ნეოლოგიზმების თარგმანის ძირითადი ტენდენციაა ახალი ტერმინების სესხება ან მათი კალკირება. უზარმაზარი ტალღა წამოვიდა საერთო ტექნიკური, საინჯინრო და განსაკუთრებით კომპიუტერული ტერმინებისა მე-20 საუკუნის მიწურულს, რომლებიც უკვე ლექსიკონებშიცაა აღნუსხული. მაგალითად, ჩიპი, ინტერნეტ-საიტი და სხვა. თუმცა, მოჭარბებული ნასესხობა ტერმინებისა დღეს ადგილს უთმობს ლექსიკურ შემცვლელებს.

კალკირება

კალკირება განსაკუთრებული ხასიათის ნასესხობაა, როდესაც გადმოგვაქვს უცხო ენიდან ესა თუ ის სინტაგმა და ბუკვალურად ვთარგმნით მის შემადგენელ ელემენტებს. ამით ვღებულობთ სტრუქტურის კალკირებას, რითაც ენაში შემოგვაქვს ახალი კონსტრუქციები. მაგალითად, შციენცე-ფიცტიონ(სამეცნიერო ფანტასტიკა). უფრო საინტერესოა მთარგმნელისათვის ახალიმ კალკები, რომლის დროს ის თავს არიდებს ნასესხობას, მაგრამ ამავე დროს მიმართავს სიტყვა-შეთანხმებას ბერძნულ-ლათინური ფონდის საფუძველზე ან იყენებს ჰიპოსტასისს.(კონვერსიით მეტყველების ერთი ნაწილის გადასვლა მეორეში).
თუ სათარგმნი ლექსიკური ერთეულის სტრუქტურა ორივე ენაში ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ საქმე გვაქვს სემანტიკურ კალკასთან. სემანტიკური კალკირების დროს ტერმინის სტრუქტურა მოცემული დედანში, პასუხობს დედნის ენობრივ ნორმებს, ხოლო ტერმინი მოცემული თარგმანის ენაში, – თარგმანის ენის ნორმების შესაბამისია. საეღო არის მხოლოდ ორივე ენის ტერმინთა სემანტიკა. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ხერხს სემანტიკური კალკირება.

სიტყვა-სიტყვითი (ზედმიწევნითი) თარგმანი

ეს ნიშნავს გადასვლას დედნის ენიდან თარგმანის ენაზე, რომელიც ქმნის სწორ და იდიომატურ ტექსტს, ხოლო მთარგმნელი ენის აუცილებელი ნორმების დაცვას ადევნებს თვალყურს. პრინციპში ზედმიწევნითი თარგმანი ერთადერთი სწორი გადაწყვეტაა საკითხისა. ამისი ძალიან ბევრი მაგალითი გვხვდება ისეთ ენებში, რომლებიც შედიან ერთი და იმავე ენობრივ ოჯახში(ფრანგული-იტალიური) და არსებობენ ერთი და იმავე კულტურულ ორბიტაზე. თუ მთარგმნელი ზედმიწევნით თარგმანს მიუღებლად მიიჩნევს, მაშინ აუცილებელია მივმართოთ ირიბ(არაპირდაპირ ) თარგმანს. მიუღებელი ისეთი შემთხვევაა, როდესაც შეტყობინება, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნა:
• სხვა აზრს იძლევა
• არა აქვს აზრი
• წარმოუდგენელია სტრუქტურული თვალსაზრისით
• არაფერს არ აღნიშნავს თარგმანის ენის მეტალინგვისტიკაში
• ესადაგება რაღაცას, მაგრამ ენის არა იმავე სტილისტურ დონეზე.

ტრანსპოზიცია

ტრანსპოზიცია ეწოდება ისეთ ხერხს, როდესაც მეტყველების ერთი ნაწილი იცვლება მეტყველების მეორე ნაწილით, თუმცა უცვლელი რჩება მთელი შეტყობინების არსი. ძირითადი და ტრასნპონირებული ერთეული არ არის აუცილებელი ეკვივალენტური იყოს სტილისტური თვალსაზრისით. მთჱარგმნელს შიძლეა ისარგებლოს ტრანსპოზიციის ხერხით, თუკი მიღებული ერთეული უკეთესად ჯდება მთელ ფარაზაში,ა ნ აღადგენს ყველა სტილისტურ ნიუანსს.

მოდულაცია

მოდულაცია ეწოდება შეტყობინების ვარირებას, რომელიც მიიღწევა თვალსაზრისის შეცვლის შედეგად. ამ ხერხს მაშინ მიმართავე, როცა ზედმიწევნით თარგმანს მართალია მივყევართ გრამატიკულად სწორ შედეგამდე, მაგრამ ეწინააღმდეგება თარგმანის ენას. გვხვდება ორგვარი მოდულაცია – თავისუფალი, ანუ ფაკულტატიური და მყარი, ანუ აუცილებელი. ამ ორ მოდულაციას შორის განსხვავება არის ხარისხობრივი საკითხი. როცა მყარ მოდულაციასთან გვაქვს საქმე, ტერმინთა ხმარების მაღალი სიხშირე და ლექსიკონებში მათი აღიარებულობა მოცემულ ხერხს უპირატესობას ანიჭებს თარგმანის დროს.
თავისუფალი მოდულაციის დროს მყარი ფიქსაცია არ არსებობს და პროცესი ხელახლა მეორდება. ამ შემთვევაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მოდულაცია სულაც არ არის ფაკულტატური: სწორად გამოუენების შემთხვევაში მან უნდა მიგვიყვანოს სათარგმნ ენაში იდეალურ გადაწყვეტილრბამდე. უნდა აღინიშნოს, რომ მყარ და თავისუფალ მოდულაციებს შორის განსხვავება მხოლოდ ხარისხშია და როპმ თავისუფალ მოდულაციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გახდეს მყარი, თუკი ის მიიღებს სიხშირის მაღალ ხარისხს, ან წარსდგება სათარგმნ ენაში ერთადერთ გადაწყვეტილებად.

ეკვივალენტურობა

უკვე აღვნიშნეთ, რომ თარგმანის დროს შესაძლებელია ორი ტექსტი აღწერდეს ერთი და იგივე სიტუაციას სრულიად სხვადასხვა სტილისტური და სტრუქტურული ხერხებიტ. ასეთ შემთხვევას ეკვივალენტურობა ეწოდება. ის ხშირად სინტაგმატური ხასიათისაა და სეეხება მთლიანად მთელ შეტყობინებას. ეს ნიშნავს, რომ ეკვივალენტუროვის უმეტესი შემთხვევები მყარი ეკვივალენტების და ისინი შედიან იდიომატური ფრაზეოლოგიების, ადეიქტიური და სუბსტანციური მყარი შეთანხმებების, კლიშეების, ანდაზების და სხვათა შემადგენლობაში.
თარგმანის პროცესში ენობრივი ნიშვნელობები ცვალებად სიდდიებს წარმოადგენენ. ინვარიანტული რჩება მხოლოდ აზრი, რომელიც ფორმირდება კონტექსტის და სიტუაციის შერწყმოით. სწორედ სამეტყველო კონტექსტი და სიტუაცია იძლევა საშუალებას გავანეიტრალოთ სხვაობა არაშესატყვისი მნიშვნელობები და მოვიშველიოთ სხვადასხვა მნიშვნელობები სათარგმნი ენისა ერთი და იმავე აზრის გადმოსატანად.
ამრიგად, თარგმანის შედარება ორიგინალთან გვიჩვენებს, რომ არსებობს ეკვივალენტურობის რამდენიმე ტიპი, რომლებშიც დედნის შინაარსის სხვადსხვა ნაწილებია შენარჩუნებული.
ეკვივალენტურობის გაგება წარმოადგენს თარგმანის უმთავრეს თავისებურებას და თანამედროვე თარგმანმცოდნეობის ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებად გვევლინება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s