ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები

ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები (ლექცია 11)

ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმანისა და მთარგმნელისადმი წაყენებული მოთხოვნები

მრავალი საუკუნის მანძილზე მიდის დავა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ერთი ენიდან მეორეზე ადეკვატური თარგმანის გაკეთება. ა. ფედოროვმა დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ მხატვრული ნაწარმოებოს სხვა ენაში გადატანა სრულყოფილად შესაძლებელია. ტექნიკური ლიტერატურის თარგმანი კი მიიღწევა სხვა ხერხებით. მისი მთარგმნელი არა მარტო კარგად უნდა ფლობდეს შესაბამის ენებსა და თემატიკას, არამედ დაჯოლდიებული უნდა იყოს მეცნიერეული აზროვნებით და მსჯელობის ლოგიკური კატეგორიებიტ. ამაში მდგომარებს სწორედ ძირითადი ამოცანა ტექნიკური თარგმანისა – გადმოსცეს ზუსტად და ცხადად ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, რომ ზოგ შემთხვევებში ტექნიკრუი ტექსტის თარგმანი შეიძლება ჯობდეს ორიგინალს.

  • თარგმანი უნდა იყოს ზუსტი, ანუ გადმოსცეს ზუსტად ის, რაც არის ორიგინალში, არც მეტი, არც ნაკლები
  • თარგმანი უნდა იყოს გადმოცემული ცხადად და გასაგებად, დამოუკდებლად იმისა, თუ რამდენად გასაგებია ორიგინალი.

ზოგჯერ ავტორებს, მუშაობენ რა მრავალი წლის მანძილზე ვიწრო სფეროში, ავიწყდებათ, რომ ბევრი რამ, რომელიც მათთვის ისედაც მისაღები და გასაგებია, მოითხოვს ახსნას, ან დაზუსტებას. მათ ხშირად არა აქვთ სამეცნიერო სტატიის წერის გამოცდილება, ან არასაკმაოდ ნათლად გამოხატავენ თავიანთ აზრებს, მატ ნაშრომებში გვხვდება არასაჭირო გამეორებები, რომლების სეიძლება ამოღებულ იქნას ისე, რომ არ დაირღვეს აზრი. ასეთ დორ სმთარგმნელი ფორმალურ-ლოგიკურ სტილს ვერ იცავს, თუმცა გამოცდილი მთარგმნელისაგან უნდა ველოდოთ რომ იგი ავტორის აზრს გადმოგვცემს კარგ, გამართულ ენაზე ყველა ელემენტის გამოყენებით, ნათლად და მაქსიმალურად ლოგიკურ საფუძველზე.
ტექნიკური ლიტერატურის თარგმანი ძალზე რთული, შრომატევედი, დამოუკიდებელი შრომაა და კონკრეტული სპეციალობის და ენის სფეროში ხანგრძლივი, დაძაბული და კვლევითი სამუშაოს ნაყოფია. ასეთი სამუშაოს შესასრულებლად სასურველია, რომ მთარგმნელს გააჩნდეს ძალზე მაღალი კვალიფიკაცია და ფლობდეს როგორც ორიგინალის , ასევე სათარგმნი ენის ტექნიკურ ენას სრულყოფილად. თუმცა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ტექნიკური ლიტერატურის თარგმნისას არ არის აუცილებელი მეცნიერების და ტექნიკის ყვალა სფეროს ღრმა ცოდნისა. იმისთვის რომ კარგი თარგმანი გაკეთდეს, მთარგმნელი უნდა ხედავდეს ტექნიკური ლიტერატურის ფორმალურ-ლოგიკური სტილის წყობას. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალზე მსხვილი სპეციალისტიც კი კონკრეტულ ტექნიკურ სფეროსი ვერ შეძლებს გააკეთოს ადეკვატური თარგმანი, თუ არ იცის ყველა ის ლექსიკურ-გრამატიკული კანონზომიერებები, რომლებიც ტექნიკური ლიტერატურის საფუძველში ძევს. თუმცა ტექნბიკური ტექსტის სრული გაგება ხელეწიფება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს სპეციალური ტექნიკური განათლება.

ტექნიკური და საქმიანი ტექსტების თარგმანის სპეციფიკა მდგოპმარეობს ორიგინალში არსებული სპეციალური ტერმინების და ინფორმაციის ზუსტ გადმოცემაში.
ტექნიკური ტექსტების თარგმანის ეტალონად შეგვიძლია წარმოვადგინოთ სქემა, რომელიც სამი დამოუკიდებელი რგოლისგან შედგება:

კვალიფიცირებული ტექნიკური მთარგმნელი- ფილოლოგი
• რედაქტორი(მოცემული სფეროს სპეციალისტი)
• მთავარი რედაქტორი, რომელიც უნდა იყოს არა მარტო ლინგვისტური სფეროსი, არამედ ტექნიკური სფეროსიც.

         ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმანის მთავარი ეტაპები
  • ამ პროცესში მთარგმნელთა მომსახურება მოითხოვს იწარმოება სამ სტადიად:
  • ტექნიკური აღწერილობის თარგმანი – მომხმარებლის სახელმძღვანელო
  • მასალის სრული ადაპტაცია და საბოლოო პროდუქტის მომზადება ნაბეჭდი ან ელექტორნული ფორმით(პროგრამული უზრუნველყოფის ლოკალიზაცია)
  • ზეპირი თარგმანი, უცხოენოვანი ამწყობი ინჟინრის თანხლება აპარატურის ექსპლოატაციაში გაშვებისას და პერსონალის სწავლება.
  • ეს ყოველი სტადია ხასიათდება თავის სპეციალური სირთულეებით, რომელიც უნდა გათვალკისწინებული იქნას თარგმნსი პროცესის სწორი ორგანიზაციის დროს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა

ტექნიკური თარგმანის ქვაკუთხედი ეს არის ზუსტი გადმოცემა ვიწრო სპეციალიზირებული ტერმინებისა. ამ პლანში ადეკვატური თარგმანი მოითხოვს ტექსტის სრულ აზრობრივ გაგებას . ჰუმანიტარული განათლბის მქონე მთარგმნელი ძნელად პოულობს თარგმანის სწორ ვარიანტს, ვინაიდან ტექნიკური ტერმინოლოგია ძალზე მრავალმხრივი და მრავალმნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში ჰუმანიტარისთვის ზუსტი/სწორი თარგმანი შეუძლებელი ხდება. თუმცა თუ საქმეს ხელს კიდებს ინჟინერი, მან მართალია იცის დაწერილის არსი, მაგრამ ჩნდება მეორე პრობლემა – სათარგმნი ენის არასრული ცოდნა. ამდენად, საჭიროა ძალზე დაკვირვებული შერჩევა მთარგმნელობითი კადრებისა, რომელიც წლობით გრძელდება.

მასალათა კომპლექსური მომზადება

რამდენადაც ტექნიკური დოკუმენტაცია დატვირთულია გრაფიკული ფორმის საილუსტრაციო მასალით(დიაგრამები, ილუსტრაციები, ნახაზები, ბლოკ-სქემები), საჭიროება მოითხოვს დიზაინერთა და დამკაბადონებელთა მომსახურებას, რათა მასალა მომხმარებელს მიაწოდოს მოსახერხებელ ფორმატში. მსხვილი პროექტების რეალიზაციისას კომპლექსური მთარგმნელობითი მომსახურება აღწევს კულმინაციას. და მოითხოვს მაღალკვალიფიკაციას და შეთანხმებულ საქმიანობას მრავალრიცხოვანი მენეჯერების, მთარგმნელების, რედაქტორიების, კორექტორების და დამკაბადონებლებისა.

  1. პროგრამული უზრუნველყოფის ლოკალიზაციის მომსახურება გულისხმობს არა მხოლოდ ხარისხიან პროგრამის ინტერფეისის თარგმანს, არამედ ასევე მთელი მისი ფუნქციონალური დახასიათების შენარჩუნებასაც. პროგარმული უზრუნველყოფის ლოკალიზაცია აუცილებელია ბიზნესის ავტომატიზაციის სართაშორისო პროეტების განხორციელებისას, ასევე დამკვეთისათვის კომპიუტერული ქსელების დაპროექტებისა და სერვისული მომსახურებისას.
    მარკეტინგული მასალების ან მხატვრული ლიტერატურის თარგმანისას ძირითადი ყურადღება ექცევა სტილს და აზრის ზუსტ გადმოცემას სემანტიკურ და კულტუროლოგიურ დონეზე.
    სანამ უშუალოდ პროექტს შევეხებოდეთ, საჭიროა წარმოდგენა ვიქონიოთ თარგმანის საგანზე. ეს დღეს კარგად ხორციელდება ინტერნეტის დახმარებით. როგორც წესი ყოველთვის მოიძებნება სტატია ან რეკლამა, სადაც მოყვანილია მოკლე ან ზოგჯერ დეტალური აღწერა ჩვენთვის საინტერესო საგნისა. ზოგიერთ პროექტში საცნობარო მასალაც საკმარისია რომ გავიგოთ საგნის არსი და ვიპოვოთ ადეკვატური განმარტება. გარდა საცნობარო დოკუმენტისა, ტექსტს ზოგჯერ ახლავს ტერმინების ლექსიკონი, რომელიც ასევე კარგი იარაღია მთარგმნელი პროფესიონალისთვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s