ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები

ტექნიკური ტექსტის თარგმანის საფუძვლები (ლექცია 10)

სამეცნიერო – ტექნიკური ტექსტის თარგმანის ძირითადი სირთულეები

როდესაც მომხმარებელი ყიდულობს რაიმე პროგრამულ ან ტექნიკურ პროდუქტს, იგი ყოველთვის მოითხოვს ტექნიკური დოკუმენტაციის პაკეტს, რის საშუიალებითაც გაუადვილდება შეძენილი საგნის მოხმარება. საქმე ეხება ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც ასევე დისკებზეა გადატანილი. ძალზე რთუყლია, როცა შეკვეთილი დანადგერსი, მოწყობილობის მიღებისას მას არ ახლავს საჭირო დოკუმენტაცია. ტყექნიკური დოკუმენტაცია არის დოკუმენტების კრებული, რომელიც გამოიყენება პროექტირების, კონსტრუირების, დამზადების(შექმნის) და სარგებლო-ბის(ექსპლუატაციის) შემთხვევებში სხვადასხვა ტექნიკური საგნებისა ან ობიექტებისა: შენობების, დანადგარების, სხვადასხვა საქონლის, პრგრამული და აპარატული უზრუნველყოფისა და მრავალი სხვა.
მთარგმნელის მიერ ტექნიკური ტექსტის თარგმანი, რომელსაც არავითარი მხატვრული გაფორმება არ სჭირდება, შედარებით უფრო ადვილია თითქოს . მან სწორად უნდა გადმოსცეს ავტორის აზრი და შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს მისი სტილის თავისებურებანი. თუმცა იმისათვის, რომ სწორად გაიგოს სათარგმნი ტექსტი, მთარგმნელმა აუცილებლად კარგად უნდა ესმოდეს მოცემული ინფორმაცია(ტექსტში აღწერილი საგანი) და მასთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტერმინოლოგია.
ტექნიკური სტილის მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია გადმოცემის ზუსტი სიცხადე,ნათლად განსაზღვრული წინადადებები, ფორმის ლაკონურობა. თარგმანის შესრულებისას მთარგმნელმა სავსედ და ზუსტად უნდა გადმოსცეს ავტორის აზრი, მისცეს მას მისაღები ტექნიკური სტილი, რომელიც სათარგნ ენაზე უფრო მისაღები იქნება დაინტერესებული პირებისათვის. ხშირად გვხვდება უხარისხო თარგმანები და ეს ხდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც დამკვეთი ცდილობს რომ უმოლლეს ვადაში მიიღოს თარგმანი, მთარგჰმნელი კი იძულებულია ხარისხი გადაიყვანოს რაოდენობაში.
ტექნიკური ლიტერატურის თარგმანი ეს არის მთარგმნელობოითი საქმიანობის ის სფერო, რომელშივ პროფესიონალურად მაღალ დონეზე შესრულებული სამუშაო შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური ტექნიკური სპეცოალისტების საშუალებით , რომლებმაც კარგად იციან საგნობრივი სფერი და მისი სპეციფიური ტერმინოლოგია, საკმაოდ კატგად ფლობენ უცხო ენას და რაც ყველაზე მთავარია, ნათლად გამოხატავენ თავისი აზრები სათარგმნ ენაზე და არ დაარღვიონ ორიგინალის სტილი და არსი. მთავარი განსაკუთრებულობა ტექნიკური პროგრესიოსა თანამედროვე ეტაპზე მდგომარეობს ერთი სფეროს სპეციალური ტერმინოლოგიის ცოდნის გადატანა მეორე სფეროში. ამის გამო ტექნიკური ლიტერატურის თარგმანისას ყოველთვის აუცილებელია ერთდროულად გამოიყენო დარგობრივი და განმატებითი ლექსიკონები, ტელეკომუნიკაციის, რადიოელექტრონიოკის, მიკროელექტრონიკის, გამოთვლითი ტექნიკის, ეკონიმიკის და ფინანსების , რეკლამის და მარკეტინგის ინფორმაციების მიწოდებისას.
ტექნიკური თარგმანი ის ინსტრუმენტია, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ხელს უწყობს გაცვალონ ერთმანეთში სამეცნიერო-ტექნიკური და ვიწრო სპეციალიზირებული ინფორმაცია. ტექნიკური ტექსტის სახეობებია დოკუმენტები, ლექსიკონები, საცნობარო ლიტერატურა, ინსტრუქციები, კონტრაქტები. ტექნიკური ტექსტის თარგმანს დიდი სირთულეები ახლავს, რომლიდანაც გამოიყოფა 5 მთავარი პრობლემა:

  • მაქსიმალური სიზუსტე
  • ტერმინებში და ცნებებში შეცდომის დაშვებამ შეიძლება შეცვალოს მთლიანი აზრი
  • ტექნიკური ტექსტი უნდა გაფორმდეს შესაბამისი სტანდარტებით
  • ყველა ტექსტში გამოყენებული უნდა იყოს სამეცნიერო-საქმიანი სამეტყველო სტილი
  • ტექნიკური ტექსტის თარგმანი აგებული უნდა იყოს ლოგიკურად, ცხადა და ზუსტად.

თარგმანისას მთავარია არა მხოლოდ ძირითადი იდეის და აზრის გადმოცემა, არამედ მისი ცხადად ჩვენება და თავიდან აცილება ისეთი შეცდომების, რომლ;ებიც ხშირად კონტრაქტის დარღვევას იწვევს და ტექნიკური ინსტრუქციების არასწორად თარგმნისას მთელი წარმოების შეჩერებას იწვევს.
ტექნიკური მთარგმნელისდმი ძალიან დიდი მოთხოვნებია წაყენებული. პირველ რიგში ასეთი თარგმანისთვის საწიროა ”ტექნიკური სპეციალისტი აღჭურვილი ენის ზედმიწევნითი ცოდნით და მეორე მხრივ – საჭიროა ”ლინგვისტი” თემატიკის ღრმა ცოდნით. ორივე შემთხვევაში მთარგმნელი კარგად უნდა იცნობდეს ორივე ენას, ერკვეოდეს ტერმინებსა და ცნებებში ორივე ენაზე და შეეძლოს იპოვოს და გამოიოყენოს ინფორმაციის სამუშაო წყაროები.

ტექნიკური თარგმანის პრობლემები

რაც არ უნდა მაღალი კლასის სპეციალისტი იყოს მთარგმნელი, ტექნიკური ტექსტების თარგმნისას ყოველთვის წამოიჭრება პრობლემები:

  • თარგმანს ასრულებს მხოლოდ მოქმედი ინჟინერი. ის ეკითვნის ტექნიკრ სპეციალისტთა ჯგუფს და შესანიშნავად ერკვევა თემატიკაში, თუმცა ასეთ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლეა სწორი თარგმანის შესრულება. მართალია ყველა ფაქტი და ცნება დარჩება თარგმანში, მაგრამ ტექსტის სიცხადე და ლოგიკურობა შეიძლება დაიკარგოს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ტექსტის საბოლოო ვარიანტის ლინგვისტის მიერ გადამოწმებით.
  • თარგმანს ასრულებს მხოლოდ ლინგვისტი, ან ენის სპეციალისტთა ჯგუფი. ისინი მართალია ადგენენ ძალზე კარგ ტექსტებს, მაგრამ რაც ფაქტებს და ტერმინებს შეეხება, აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. სწორედ ეს უნდა შეასრულოს მოცემული სფეროს ინჟინერმა ან სპეციალისტმა.

ყველა უცხოენოვანი ტექსტის მთარგმნელს დიდი სირთულეები ხვდება. კვალიფიციური მთარგმნელისთვის უმთავრესი ამოცანაა შეიგრძნოს სტატიის, წიგნის, ნაშრომის, ინსტრუქციის სტილი, გადმოგვცეს ყველა ნიუანსი ისე, რომ არ დაამახინჯოს პირველწყარო. ყველა ვიწროსპეციალიზირებული მასალა, სამეცნიოერო – ტექნიკური ტერმინოლოგიით, იქნება ეს სამეცნიერო მოხსენებები ან ტყექნიკური ნაშრომები, ან სრული კომპლექტი ტექნიკური დოკუმენტაციისა, ყოველივე ეს ტექნიკური ტექსტების მთარგმნელთა პრეროგატივაა, რომელთა უმთავრესი ამოცანაა ინფორმაციის სრული მიწოდება ადრესატისათვის. თარგმანი უნდა იყოს ლოგიკურად გააზრებული, დოკუმენტის სტილი შენარჩუნებული და ტერმინოლოგიის სპეციფიკა გათვალისწინებული.
ტექნიკური თარგმანის ძირითადი თავისებურება იმაში ვლინდება, რომ მთარგმნელმა არა მხოლოდ უნდა იცოდეს კონკრეტული ტექნიკური სფეროს ყველა ტერმინი და ესმოდეს ნაშრომის არსი, არამედ უნდა ითვალისწინებდეს ყველა ნიუანსს, რასაც შეიცავს ტექსტი. ამიტომ მთარგმნელი უნდა იყოს მაღალკველიფიცირებული, მრავალმხრივი სპეციალისტი. ყველა სამეცნიერო-ტექნიკურ დოკუმენტს გააჩნია მთავარი ნიშან-თვისებები. ეს არის გადმოცემის ზუსტი და ლაკონური ხასიათი, ტექნიკური ტერმინოლოგიის მკაცრი შენარჩუნება, ინფორმაციის ცხადი, ლოგიკური თანამიმდევრობა, ფაქტების განმარტების ერთმნიშვნელოვნება და კონკრეტულობა.

თარგმანის სიზუსტე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მთარგმნელს, ვინაიდან ყოველთვის არის მითითებული მკაცრი შეზღუდვები, რომელთა დაუცველობას საწარმოში ხშირად მოვყავართ ტრამვებამდე, ან ზოგჯერ შედეგებამდე. შესაძლოა შჩერდეს უზარმაზარი საწარმო, თუ სათარგმნი მასალა არასწორადაა გადმოტანილი და მთარგმნელი ვერ გაერკვა ტექნოლოგიური პროცესის სპეციფიკაში.

ტექნიკურმა ტერმინოლოგიამ შეიძლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს ინჟინერი, რომელმაც სხვადასხვა ტექნიკურ სფეროებში ერთი და იმავე სიტყვის სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობა გამოიყენა. კიდევ ერთი არც თუ უმნიშვნელო პრობლემა: ტექსტებში აბრევიატუირ და შემოკლებების სიმრავლე, რომელიც ზოგჯერ ტექნიკური დარგის სპრციალისტებისთვისაც კი არა არის გასაგები. ზოგიერთ დარგებში, მაგალითად, გემთმშენებლო, მანქანათმშენებლობა არსებოს ისეტი საერთაშორისო შემიკლებები, რომლების მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, ისინი მოითხოვენ თარგმანს, მაგრამ რადგან ხშირად მთარგმნელს უხდება მათი გაშიფვრა, წინასწარ კარგად უნდა გაერკვეს მთარგმნელი საგნის დანიშნულებაში და მისი მუშაობის პრინციპებში.
ტექნიკური თარგმანისას პირველ;ი თარგმანი შეიძლება შესრულდეს ტექნიკოსი-მთარგმნელის მიერ, რომელიც ზედმიწევნით იცნობს დასახელებულ ტექნიკურ სფეროს, შემდეგ კი – ლინგვისტი-მთარგმნელი ასწორებს ტექსტის ლიტერატურულ მხარეს. ხშირად დამკვეტის სურვილით ტექნიკური თარგმანი შეიძლება შესრულდეს რეფერატის ან ანოტაციის სახით.
ითვლება, რომ ტექნიკური თარგმანი ტრანსფორმაციია ერთი ენიდან მეორეში, მაგრამ რეალურად ყოველი სიტყვა უცხო ენიდან ძნელად ითარგმნება კონტექსტის გარეშე.
ორივე ენის მცოდნე და დარგის სპეციალისტი-მთარგმნელი ძნელად მოსაძებნია და ამდენად, ბევრი სპეციალისტი სწრაფი თარგმანისთვის იყენებს ლექსიკონს, თუმცა ხსირად ეს არის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი და მას აკლია ის თავისებურებები, რომელიც ტექნიკურ ენას ახასიათებს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმანის ტიპიური შეცდომები

მენობრივი თარგმანის ხარისხის მოტხოვნა დამოკიდებულია დარგობრივ სფეროსა და დამკვეთის ინსტრუქციაზე. მაგალითად, რეკლამის ან მხატვრული ლიტერატურის თარგმანისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტილს, კულტუროლოგიურ თავისებურებებს და მიზნობრივი აუდიტორიის აღქმის სპეციფიკას. ტექნიკური დოკუმენტაციის და სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმნისას ყველაზე მეტი ყურადღება ექვევა აზრის ზუსტ გადმოცემას და გამოყენებული ტერმინოლოგიის ერთობლიობას. ხშირ სემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნისას გვხვდება ტრადიციული შეცდომები, რომლებიც ხშირად სისწრაფის გამო შეუიმჩნევლები რჩებიან. მაღ შორის შეგვიძლია გამოვყოთ შეცდომის ოთხი სახეობა.

  • ორთოგრაფიული
  • პუნქტუაციური
  • აზრობრივი
  • სტილისტური

ორთოგრაფიული შეცდომები თითქმის ყოველთვის თარგმანის სიჩქარეს უკავშირდება და არა მთარგმნელის უცოდინრობას. პუნქტუაციური შეცდომების დროს მრავალ პროგრამაში ჩართულია სპეციალური პროგრამა ”ორფო”, რომელიც თავის თავში მოიცავს ფართო ლინგვისტურ სპექტრს, რაც მეტად საჭიროა ტექატური დოკუმენტებზე მუშაობისას და უზრუნველყოფს ხარისხობრივ შემოწმებას და ტექსტების შემოწმებას. მრავალ ენაში წინადადების სტრუქტურა ფიქსირებულია. ქართულ ენაში კი სიტყვათა წყობა შეიძლება იცვლებოდეს და აზრის გადმოცემის დამატებითი ფუნქციას ასრულებდეს. როგორც ვიცით, წინადადების შინაარსი იყოფა თემად და რემად. თემა – ეს არის წინასწარ, უკვე ნაცნობი მონაცემები, რომლების წინა კონტექსტდსი შეგვხვდა, რემა კი – ის, რაც წინადადებაში გვაუქყებს ახალს და აქტუალურს. ამასთანავე არსებოვს საერტო წესი: თემა წინადადებაში წინ უსწრებს რემას. წინადადების დასაწყისი უნდა გვიცხადებდეს საინტერესო და მნიშვნელოცან თემას დამკვეთისათვის და სემდეგ მიმართოს იგი მოქმედებისკენ. ერთნაირად მჟღერი სიტყვები ორ სხვადასხვა ენაში თარგმანისას იძენს განსხვავებულ მნიშვნელობას. ასეთ შეცდომებს შეიძლია მიგვიყვანოს გაუთვალისწინებელ შედეგებამდე.
გადმოცემის სტილის არჩევისას მთარგმნელმა კარგად უნდა გაიაზროს რა აუდიტორიაზეა გათვლილი მასალა და რა მიზანს ემსახურება ის. თუ მას რეკლამის ტექსტთან აქვს საქმე, რომელმაც უნდა მიიზიდოს მომხმარებელი, მაშინ რა თქმა უნდა უნდა გამოიყენოს ყველაზე ემოციური და ექსორესიული ენობრივი საშუალებები და სტილისტიკური ფიგურები. რაც შეეხება ტექნიკრუი დოკუმენტაციის თარგმანს, აქ როგორც წესი, თავიდან უნდა ავიცილოთ გრძელი და რთილი წინადადებები, საჭიროა აზრის ზუსტად, ცხადად და მომხმარებლის ენაზე მისაღებად გადმოცემა. ტექნიკურ თარგამენშიო ყოველთვის გადმოცმის ნეიტრალურ სტილს ირჩევს კვალიფიციური მთარგმნელი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s