ბლოგ პოსტი

მანქანაზე შესრულებულ თარგმანს თავისი ადგილი აქვს

მანქანის მიერ ნათარგმნი ადამიანის ნათარგმნს ვერ შეედრება ვერც ახლა და ალბათ ვერც მომავალში. თუმცა, ადამიანის მიერ ნათარგმნის უპირატესობა არ ნიშნავს იმას, რომ მანქანას თარგმანში ვერ ან არ უნდა ვიყენებდეთ. წარმოიდგინეთ, რომ გამოგზავნეთ ას გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც დღესვე უნდა ითარგმნოს ქართულიდან გერმანულად. დავუშვათ გვერდზე ეტევა 1800 სიმბოლო, ამ მოცულობის სამუშაოს შესრულებისათვის მხოლოდ ერთ მთარგნელს 1 თვემდე დაჭირდება. სამუშაო ადამიანთა ჯგგუფს უნდა დაუნაწილოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველგან ერთი ენობრივი კონსტრუქცია და ტერმინები იყოს ნახმარი. ტერმინთა ერთიანობისათვის უკვე აუცილებელი ხდება თარგმნის კომპიუტერული მეხსიერების გამოყენება. რათა რამდენიმე მთარგმნელმა ერობლივად თარგმნოს თანაც ისე, რომ დაინახონ ერთმანეთის მიერ ამა თუ იმ კონკრეტული ტერმინის თარგმანი. კომპიუტერული პროგრამა SDL TRADOS-ი ამის საშუალებას იძლევა, საერთო სერვერზე გაზიარებული ფაილების სისტემით. ეს კონკრეტული მაგალითი თარგმნის პროგრამის გამოყენების ერთი მაგალითია, თუმცა არსებობს მთლიანად პროგრამულად გაკეთებული თარგმანიც. ინტერნეტში უამრავი მთარგმნელობითი წყარო არსებობს. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს Google:

მთლიანად, ავტომატური სისტემით შესრულებული თარგმანი შესაძლოა არასრული ან ძალიან დაბალი ხარისხის იყოს, ხოლო სფეროებში, როგორიცაა სამედიცინო, სამართლის, სამხედრო და სხვა, სადაც სიზუსტე გადამწყვეტია, ხარისხი შესაძლოა სახიფათოდ დაბალიც კი იყოს. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი, ქართული ენის შემთხვევაშია, რომლის პროგრამული დამუშავება სხვა დიდ ენებთან შედარებით ნაკლებია და შესაბამიად მანქანური თარგმანიც მნიშვნელოვანად დაბალი ხარისხის, რაც მის გამოყენებას პრაქტიუკლად შეუძლებელს ხდის. ზოგიერთი კლიენტი ითხოვს ვრცელი დოკუმენტების მანქანით შესრულებულ თარგმანს, რათა განსაზღვრონ, რომელი ნაწილია მათთვის მნიშვნლოვანი, სანამ თქვენთვის საჭირო გვერდების სტანდარტულ ბიზნეს თარგმანს ან ბიზნეს კრიტიკულ თარგმანს შეუკვეთავდეთ. მიიღეთ მკვეთრი დანაზოგი. რომ შევაჯამოთ, მანქანით შესრულებული თარგმანი არ არის ძალიან მაღალი დონის, მაგრამ ხშირად საკმაოდ კარგია და გაცილებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ადამიანის მიერ შესრულებული თარგმანი.

ზოგჯერ მანქანით შესრულებული თარგმანი ერთადერთი გამოსავალია, თუ სისწრაფე არსებითია. ძირითადი პროგრამები, რომლების უზრუნველყოფენ თარგმანის პროცესის ავტომატიზაციას არის შემდეგი:

  • ელექტრონული ლექსიკონები (Abby Lingvo, მულტიპლექსი და სხვა);
  • მთარგმნელების დახმარების სისტემები Computer Assisted Translation
  • Tools (CAT-საშუალებები) ან სისტემები Translation Memory (TM)
  • მანქანური თარგმანის პროგრამები (PROMT, Socrat და სხვა).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s