მთარგმნელობითი მომსახურება/Translation Service

საინჟინრო, ტექნიკური, იურიდიული და სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა/დამოწმება, სინქრონული თარგმნა, თანმიმდევრული თარგმნა, საიტების თარგმნა, რედაქტირებისა და კორექტირების სერვისი მსოფლიოს 60 ენაზე.

ის: თბილისი, სარაჯიშვილის ბიზნეს ცენტრი, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ, მე-3 სართული
Tel: +995 558 902 872 :: + 995 577 114 372 :: 032 2 83 03 63
E-mail: DeltaTargmani@gmail.com, info@delta-group.ge, pr@delta-group.ge.
Skype: Delta.Translation

www.delta-group.ge
www.iword.ge

ჩვენი სერვისით სარგებლობის სამი პრიორიტეტი:

ურთიერთობის სიმარტივე – შეუკვეთეთ და მიიღეთ თარგმანი თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით: ელექტრონული გზით. გზავნილის სახით თქვენს მისამართზე ან ჩვენთან სტუმრობით.

ტექნიკური სისრულე – ნებისმიერი ტიპის ფაილის დამუშავება: ტექსტობრივი, გრაფიკული, საინჟინრო ტიპის, გრაფიკა, ნახაზი, დიაგრამები, პრეზენტაციები და ა.შ. (Photoshop, Indesign, Archicad, Autocad, Excel, Word, PowerPoint, Power BI). 

მომსახურების უწყვეტობა  – მრავალჯერადი შეკვეთის შემთხვევაში მოგაწვდით ტერმინოლოგიურ ბაზას თქვენთვის თარგმნილი დოკუმენტაციის  მიხედვით (SDL Trados Studio Multiterm).

მთარგმნელობითი მომსახურების კომპანია  Delta Translation Group-ი გთავაზობთ ზეპირ და წერილობით მთარგმნელობით მომსახურებას შემდეგ ენებზე:

ინგლისურ – ქართული, ქართულ – ინგლისური; რუსული – ქართული, ქართულ – რუსული; გერმანული – ქართული, ქართულ – გერმანული; ფრანგულ – ქართული, ქართულ – ფრანგული; თურქულ – ქართული, ქართულ – თურქული; იტალიურ – ქართული, ქართულ -იტალიური;ესპანურ – ქართული,  ქართულ – ესპანური.

„Delta Translation Group“-ი გთავაზობთ საინჟინრო პროექტების ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად თარგმანს, ასევე მშენებლობა, არქიტექტურა, ხარჯთაღრიცხვები, იურისპოდენცია, ეკონომიკა და ფინანსები, დაზღვევა და საბანკო საქმე, ტექნიკური და სამედიცინო თემატიკის მასალები

  • განმარტებითი ბარათები
  • არქიტექტურული ნაწილი
  • კონსტრუქციული ნაწილი
  • ზოგადი და დეტალური სპეციფიკაციები
  • გეგმარება
  • გეოლოგია
  • განსახლების გეგმა
  • გარემოს დაცვითი გეგმები
  • ხარჯთაღრიცხვა და მოცულობათა უწყისები
  • ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების ნაწილი.

თარგმნა დანაკარგების გარეშე

ჩვენ კომპანიაში დასაქმებულია ოფიციალური კვალიფიკაციის მქონე გამოცდილ თაჯიმანთა ჯგუფი ხუთ წელზე მეტი გამოცდილებით, რომელთა მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია შეასრულოს თარგმანი მსოფლიოს 60 ენაზე. თანამშრომლების პროფესიონალიზმი, მთარგმნელობითი მომსახურების ფართო სპექტრი, დაკვეთის ოპერატიული შესრულება, მომსახურების მაღალი ხარისხი და მრავალი სხვა ფაქტორი წარმოადგენს ჩვენი კომპანიის განმასხვავებელ ნიშანს.

ჩვენი მიდგომები და მიმართულებები

  • ოფიციალური კვალიფიკაცია
  • გამოცდილება
  • აზრობრივი თარგმანი
  • თავისუფალი თარგმანი
  • სინქრონული თარგმანი
  • მანქანაზე შესრულებულ თარგმანი
  • ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ონლაინ ლექსიკონი http://www.iword.ge
  • მთარგმნელების დახმარების სისტემები Computer Assisted Translation Tools (CAT-საშუალებები) და მთარგმნელობითი მეხსიერებები Translation Memory (TM)
  • მანქანური თარგმანის პროგრამები (PROMT, Socrat და სხვა).
  • თარგმანები ჩვენთან სრულდება SDL Trados-ის გამოყენებით (SDL Trados Studio 2019)

მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს შემდეგ დარგებსა და მიმართულებებს:

იურიდიული თარგმანი

ჩვენ  ვახორციელებთ იურიდიული ტექსტების თარგმნას ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ან პირიქით:

  • კომპანიის წესდება
  • მინდობილობა გენერალური და სპეციფიკური
  • შესყიდვის, მომსახურების გაწევის და სხვა ტიპის კონტრაქტები
  • სასარჩელო მოთხოვნები
  • სასამართლოს დადგენილებები
  • ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საქმეები
  • აგრემანი, ადმინისტრაციული აქტები
  • მედიაციის დოკუმენტაცია
  • უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივი დოკუმენტაცია

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მომსახურებაა იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნა და თარგმანის ნოტარიული დამოწმება. თარგმანის ნოტარიული დამოწმება ნიშნავს თარგმანზე და მის დედანთან სრულ შესაბამისობაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას. ნოტარიუსი ამოწმებს კომპანიის მთარგმნელის ხელმოწერის სინამდვილეს, რომელმაც შეასრულა დოკუმენტაციის თარგმანი. ასევე, დამოწმებულ თარგმანზე თავსდება კომპანიის ბეჭედი.

ფინანსური თარგმანი

ფინანსური დოკუმენტაციის თარგმანი მოიცავს ეკონომიკური, სავაჭრო, საკრედიტო, სავალუტო და საგადამხდელო ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის თარგმანს და ნოტარიულ დამოწმებას. აღნიშნული მოიცავს შემდეგ დარგებს – ფინანსური და საბანკო დაწესებულებები, სადაზღვეო და ანდერრაიტინგის კომპანიები, უძრავი ქონების მენეჯმენტისა და დეველოპერული კომპანიები და ა.შ.ფინანსური დოკუმენტაციის თარგმანი ასევე აერთიანებს: აუდიტორული დასკვნების, ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების, საქმიანობის წლიური ანგარიშების, ინვოისებისა და საგადამხდელო დოკუმენტაციასა და ა.შ.

ფინანსური და ეკონომიკური ტერმინოლოგიის ნაწილი, რომელიც ინდექსირდა ჩვენს კომპანიაში შესრულებული თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის მიხედვით განლაგებულია ინგლისურ-ქართულ და ქართულ-ინგლისურ ონლაინ  ლექსიკონში www.iword.ge. ტერმინების ინდექსაცია განხორციელდა SDL Multuiterm-ის გამოყენებით.

ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერაა ნათარგმნი ასევე ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების დარგის არაერთი ცნობილი სახელმძღვანელოები: ფილიპ კოტლერი, გარი ამსტრონგი – მარკეტინგის პრინციპები, ფილიპ კოტლერი, გარი ამსტრონგი – მარკეტინგის მენეჯმენტი, ეკონომიკური პოლიტიკა – ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, პედერნსენი თანამედროვე მენეჯმენტი და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ, ისარგებლოთ მთარგმნელობითი  მომსახურებით, ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით ამ სფეროში. ეკონომიკური და ფინანსური დოკუმენტაციის თარგმანს ახორცილებენ შესაბამისი განათლებისა და უცხო ენის მცოდნე გამოცდილი სპეციალისტები და რედაქტორები. ჩვენი თარჯიმანთა ბიურო ხარისხისა და მომსახურების კომფორტის იდეალურ ნაზავს გთავაზობთ.

ჩვენ ვახორციელებთ შემდეგი სახის  ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაციის თარგმანს ნოტარიული დამოწმებით:

  • ბიზნეს-გეგმათა თარგმნა
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის თარგმნა
  • სარეკლამო და მარკეტინგული ტექსტების თარგმნა
  • სახელშეკრულებო დოკუმენტაციის თარგმნა
  • საბანკო სფეროს ტექსტების თარგმნა
  • ფინანსური ლიტერატურის თარგმნა
  • აუდიტორული დასკვნების თარგმნა
  • მოგება-ზარალის უწყისების თარგმნა
  • მარკეტინგული კვლევის ანგარიშების თარგმნა
  • ბაზრის ანალიზის რეპორტების თარგმნა

სამედიცინო ტექსტების თარგმნა

ჩვენ გთავაზობთ სამედიცინო ტექსტებისა და დოკუმენტაციის თარგმნის მომსახურებას, მათ შორის ფარმაცევტული, მედიკო-ბიოლოგიური, ბიოქიმიური, ალერგოლოგიის, ქირურგიის, რინოპლასტიკის, უროლოგიის, ანგიოლოგიის, ჰისტოლოგიის, ჰემატოლოგიის, გენეტიკისა და ვირუსოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, კარდიოლოგიის, ტოქსიკოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, დერმატოლოგიის, ნეფროლოგიის, რადიოლოგიის,  და ტექნიკური სამედიცინო ტექსტების თარგმნას. ჩვენთან სრულდება ნებისმიერი სირთულის სამედიცინო ტექსტებისა და დოკუმენტაციის თარგმანი, სამკურნალო პრეპარატების ინსტრუქციებითა და გაიდლაინებით დაწყებული სამეცნიერო სტატიებით და კვლევებით დამთავრებული.

კონკრეტული შეკვეთის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩვენთან თარგმნას და რედაქტირებას ახორციელებენ თანამშრომლები, რომლებსაც გააჩნიათ მოცემულ დარგში თარგმნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, სამედიცინო განათლება და ენის ცოდნის უმაღლესი დონე. პროფესიონალიზმის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ხარისხის ორდონიანი კონტროლის წყალობით ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ნებისმიერი სახის სამედიცინო დოკუმენტაციის კვალიფიციურ თარგმნას.

ჩვენ ვახორციელებთ სამედიცინო თარგმანს ყველა ძირითადი მიმართულებით: სამედიცინო ტექსტებისა და დოკუმენტაციის თარგმნა, მათ შორის ცნობები, ეპიკრიზი, ამონაწერები ავადმყოფობის ისტორიიდან, ოპერაციების ოქმები, სპეციალისტების დასკვნები, ანალიზების შედეგები, აგრეთვე კლინიკური გამოკვლევების, ექსპერტიზის დასკვნები, სამედიცინო გამოკვლევა, ტომოგრაფიული კვლევის შედეგები, CPP (ფარმაცევტული პროდუქტების სერთიფიკატების), GMP (სამკურნალო საშუალებათა წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის კონტროლის წესები), შესაბამისობის და ხარისხის კონტროლის სერთიფიკატების, ლიცენზიების თარგმნა, სამედიცინო აღჭურვილობის და მოწყობილობების დოკუმენტაციის, ნორმატიული და მასტანდარტიზირებელი დოკუმენტაციის, სამეცნიერო სტატიების, რეფერატების და პრეზენტაციების, სამედიცინო ისტორიები, მეცნიერულ-პოპულარული ლიტერატურის მედიცინის დარგში, დისერტაციების, მონოგრაფიების, ცნობარების, ექიმებისათვის და სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოების თარგმნა, მედიცინის, ფარმაციის, რადიოლოგიისა და კლინიკური გამოკვლევის დარგში ვებ-გვერდების თარგმნა.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგი დოკუმენტაციის მთარგმნელობითი მომსახურებას:

  • ფორმა 100 თარგმნა
  • პაციენტის სამედიცინო ბარათის თარგმნა
  • ლაბორატორიული გამოკვლევების თარგმნა
  • კონსულტაციის ბარათების თარგმნა
  • სამედიცინო დასკვნების თარგმნა
  • დიაგნოზების თარგმნა
  • წამლების ინსტრუქციების თარგმნა და დამოწმება ნოტარიულად
  • სამედიცინო სტატიების თარგმნა
  • კვლევების თარგმნა
  • ანალიზების თარგმნა
  • ჯანმრთელობის მდგომაროების ცნობების (ე.წ. ფსიქო) თარგმნა
  • სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის შედეგების თარგმნა

სამედიცინო თარგმანი სრულდება შესაბამისი განათლების თარჯიმნების მიერ:  კვალიფიციური ინგლისური ენის თარჯიმანი, რუსული ენის თარჯიმანი, გერმანული ენის თარჯიმანი, ფრანგული ენის თარჯიმანი, იტალიური ენის თარჯიმანი, ესპანური ენის თარჯიმანი, აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, თურქული ენის თარჯიმანი და სხვა ენების თარჯიმნები თქვენი მოთხოვნის მიხედვით. ჩვენს კომპანიაში აგრეთვე დასაქმებულნი არიან უცხოელი სპეციალისტები, ენობრივი რედაქტირების მიმართულებით, რომელთა მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ უცხო ენიდან უცხო ენაზე თარგმნას. ნოტარიული დამოწმება სრულდება უცხო ენიდან ქართულ ენაზე ან პირიქით შესრულებულ თარგმანებზე. დიდი მოცულობის ტექსტებსა და დოკუმენტაციაში, ტერმინოლოგიური და სტილისტური ერთიანობის მისაღწევად გამოიყენება SDL Trados Studio 2019-ის მთარგმნელობითი მეხსიერებები. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით – სამედიცინო თარგმნა, გთხოვთ ფასის განსაზღვრისთვის, ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე გადმოაგზავნოთ სათარგმნი მასალები/ტექსტები/დოკუმენტაცია. ფასების განსაზღვრა ხდება ტექსტში არსებული სიმბოლოების ჯამური რაოდენობის მიხედვით. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს, ფასების და თარგმანის შესრულების ვადების დასადგენად, მისამართი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, საკონტაქტო ინფორმაციის განყოფილებაში.

ტექნიკური თარგმანი

ტექნიკური თარგმანი არის ტექნიკური ტექსტების, საინჟინრო და არქიტექტურული პროექტებისა და დოკუმენტაციის მეცნიერულ-ტექნიკური მიმართულების თარგმანი. ტექნიკური ტექსტების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკური დოკუმენტაცია ან მეცნიერული სტატიები ტექნიკურ საკითხებზე, ან რომელიმე ტექნიკური მოწყობილების ინსტრუქცია, არქიტექტურული პროექტები.

მეცნიერულ-ტექნიკური თარგმნა, ისევე როგორც ტექნიკური დოკუმენტაციისა და საინჟინრო პროექეტბის თარგმანი სწორად უნდა გადმოსცემდეს ტექნიკური დოკუმენტაციის ორიგინალის შინაარს, სადაც გამოყენებული იქნება შესაბამისი ტექნიკური ტერმინოლოგია. მასალის მოწოდება ხდება თქვენთვის მოსახერხებელი, ელექტრონული ფორმით. ნახაზებისა და გეგმების მოწოდება ავტოკადის ან არჩიკადის ფორმატში (DWG, PLN), ხარჯთაღრიცხვის – Excel ფორმატში, რათა ინგლისური თარგმანი სრულად გამოყენებადი იყოს წყარო ფაილთან მიმართებაში.

ჩვენ  ვასრულებთ ტექნიკური და მეცნიერულ-ტექნიკური მასალების პროფესიონალურ თარგმანს მსოფლიოს 60 ენაზე. ჩვენი კომპანია ფლობს ყოველგვარ საშუალებას, და პირველ რიგში საკადრო რესურსებს, რაც საჭიროა ნებისმიერი სირთულის ტექნიკური თარგმანის შესასრულებლად. ტექნიკური და მეცნიერულ-ტექნიკური მასალის თარგმნას ჩვენ ვანდობთ მხოლოდ მაღალკვალიფიციურ მთარგმნელებს, რომლებიც ერკვევიან ტექნიკური თარგმანის თემატიკაში და გააჩნიათ ტექნიკური განათლება, რადგან მთარგმნელი, რომელიც თარგმნის ძირითადად ტექნიკურ ტექსტებს უნდა ფლობდეს ამ დარგის ტერმინოლოგიას. დიდი მოცულობის ტექსტებსა და დოკუმენტაციაში, ტერმინოლოგიური და სტილისტური ერთიანობის მისაღწევად გამოიყენება SDL Trados Studio 2019-ის მთარგმნელობითი მეხსიერებები.

  • საინფორმაციო ტექნოლოგიური
  • მანქანათმშენებლობა, მექანიკა
  • მეტალურგია
  • მშენებლობა
  • ავიაცია
  • ენერგეტიკა
  • ნავთობი, გეოლოგია
  • ელექტრონიკა, ფიზიკა და ბევრი სხვა.
  • განმარტებითი ბარათები
  • არქიტექტურული ნაწილი
  • კონსტრუქციული ნაწილი
  • ზოგადი და დეტალური სპეციფიკაციები
  • გეგმარება
  • გეოლოგია
  • განსახლების გეგმა
  • გარემოს დაცვითი გეგმები
  • ხარჯთაღრიცხვა და მოცულობათა უწყისები
  • ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების ნაწილი.

მხატვრული თარგმნა

წიგნის თარგმნა – ეს არის ხელოვნება, რადგან მთარგმნელი არამარტო სრულყოფილად უნდა ფლობდეს უცხო ენას, არამედ უნდა ჰქონდეს მოცემულ დარგში საქმიანობის გამოცდილება.
ბიზნეს სტილში შესრულებული თარგმანი ვერასოდეს ვერ ასახავს ტექსტის მთელ სიღრმეს, ამიტომ ლიტერატურული ტექსტის მთარგმნელმა უნდა იცოდეს არამარტო უცხო ენა და უნდა ჰქონდეს არამხოლოდ სიტყვათა მრავალფეროვანი მარაგი, არამედ უნდა გააჩნდეს მრავალმხრივი ცხოვრებისეული გამოცდილება, მდიდარი ფანტაზია, ღრმა აკადემიური განათლება, რათა შექმნას ტექსტის ლიტერატურული სტილი. ჩვენი მთარგმნელობითი კომპანია  გთავაზობთ მხატვრულ და ლიტერატურულ თარგმნას შემდეგი მიმართულებებითა და სპეციალიზაციით:


ესეების, მოთხრობების, რომანების მხატვრული თარგმნა; ნაშრომების, ნარკვევების, პუბლიცისტიკის, კრიტიკული და ლიტერატურათმცოდნეობითი სტატიების თარგმნა; სარეკლამო და ისეთი მასალების მხატვრული თარგმნა, რომლებიც საჭიროებენ შემოქმედებით, მხატვრულ მიდგომას; მეცნიერულ-პოპულარული წიგნების, ნაშრომების და ბროშურების მხატვრული თარგმნა, საგაზეთო და ჟურნალების სტატიების თარგმნა, მწერალთა, ცნობილ პოლიტიკოსთა, ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეთა მემუარების, ჩანაწერებისა და წიგნების თარგმნა.

ვებ-გვერდების,  საიტის, ინტერნეტ პუბლიკაციებისპროფესიონალურითარგმნა

ვებ-გვერდის, ინტერნეტ საიტის პროფესიონალური თარგმნა – წარმოადგენს თარგმნის განსაკუთრებულ სახეობას, რომლის შესრულებაშიც მონაწილეობენ პროფესიონალი მთარგმნელი დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ვებ-დიზაინერი. ვებ-გვერდი, ბლოგი ან ხვა მსგავსი ინტერნეტ პროდუქტი კომპანიებისათვის წარმოადგენს სავიზიტო ბარათს ინტერნეტ სამყაროში, რომლის მეშვეობით ისინი იზიდავენ დამკვეთებსა და პარტნიორებს. უხარისხოდ შესრულებული ვებ-გვერდის თარგმანი არა თუ არ მოიზიდავს, არამედ შეიძლება ჩამოაცილოს კიდეც კომპანიას პოტენციური კლიენტები და დამკვეთები. აქედან გამომდინარე, მოთხოვნები ამ მიმართულების მთარგმნელების მიმართ საკმაოდ მაღალია: ვებ-გვერდის თარგმნა უნდა შესრულდეს პროფესიონალი მთარგმნელის მიერ (რადგან ვებ-გვერდი, პირველ რიგში განკუთვნილია უცხოელი მნახველებისთვის), რომლის რედაქტირება უშუალოდ უცხოენოვანმა რედაქტორმა უნდა მოახდინოს. ვებ-გვერდის და საიტის თარგმანი, შესრულებული აუცილებელი სტანდარტების გაუთვალისწინებლად, შეიძლება აღმოჩნდეს არამხოლოდ უსარგებლო, არამედ ზიანის მომტანი კომპანიისთვის (სიტყვა-სიტყვით ნათარგმნია ტექსტმა, რომელიც შესრულებულია იმ ხალხის მენტალიტეტისა და კულტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, რომელ ენაზეც იგი ითარგმნა, შესაძლოა იმოქმედოს როგორც ცუდი იმიჯის მაპროვოცირებელმა და არაადეკვატურად იქნას აღქმული სამიზნე აუდიტორიის მიერ). გარდა ამისა, ვებ-გვერდი წარმოადგენს არამარტო ტექსტს, არამედ გრაფიკული ობიექტების ერთიანობას, რომელიც შეიცავს ღილაკებს, ჩანართებს, ბანერებს, ლოგოტიპებს, ნახატებს და გრაფიკულ მასალას, რომელთა თარგმნი, ასევე უნდა ემორჩილებოდეს ვებ-დამუშავების სპეციფიკურ წესებს, ამისათვის აუცილებელია დამკვეთის მიერ საკონტაქტო პირის (ან უშუალოდ ვებ-დიზაინერის) განსაზღვრა მთარგმნელთან კომუნიკაციისთვის და ურთიერთთანამშრომლობისთვის. ჩვენ ვახორციელებთ ვებ-გვერდის, საიტის პროფესიონალურ თარგმანს, ასევე გთავაზობთ მთარგმნელობით მომსახურებას (სარეკლამო სტატიების, პრეს-რელიზების, ახალი ამბების და ა.შ. თარგმნა) ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ან პირიქით. ჩვენს კომპანიას გააჩნია ყველა რესურსი – პირველ რიგში პროფესიონალი კადრები – რაც საჭიროა ვებ-გვერდის პროფესიონალური თარგმანისთვის და აუცილებელი კომპლექსური სამუშაოს შესასრულებლად, როგორიცაა ფოტო და სხვა გრაფიკული გამოსახულებების ტექსტური დამუშავება და თარგმნა. თუ  გსურთ, რომ გქონოდეთ უპირატესობა აღნიშნულ საქმეში, გამოიყენეთ ჩვენი მთარგმნელობითი კომპანიის მომსახურება, რათა წინ წაწიოთ თქვენი მომსახურება ინტერნეტ-ბაზარზე არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით ?

მომსახურების ზუსტი ღირებულების და ვადების დასადგენად, გთხოვთ პირველ რიგში, ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: DeltaTargmani@gmail.com გადმოგზავნოთ სათარგმნი ტექსტები ნებისმიერ ფორმტაში და დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577114372

თქვენ, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს, მისამართი იხილეთ საკონტაქტო ინფორმაციის გვერდზე.

%d bloggers like this: